სამხრეთ ოსეთში დაკარგულად 150 ადამიანი მიიჩნევა

სამხრეთ ოსეთში დაკარგულად 150 ადამიანი მიიჩნევა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაკარგულად ამ დროისთვის 150 ადამიანი მიიჩნევა. ამის შესახებ სააგენტო "რესს" ცხინვალის რეჟიმი სახალხი დამცველმა, დავით სანაკოევმა განაცხადა.

სანაკოევის განმარტებით, მათ შორის არიან 1989 წლიდან და 2008 წლიდან უგზოუკვლოდ დაკარგულებიც.

"1989 წლიდან დაკარგულად 140 ადამიანი ითვლებოდა, 2008 წლის შემდეგ კი, 7 ადამიანის ადგილსამყოფელი არ ვიცით", - განაცხადა სანაკოევმა.

მისივე თქმით, დაკარგულთა პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა სამ ფორმატში მიმდინარეობს, მათ შორის - ჟენევის დისკუსიებზე.

"ამ საკითხზე მუშაობაში უშუალოდ მონაწილეობს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი. აქტიურ მუშაობას აწარმოებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი,", - განაცხადა დავით სანაკოევმა.

მისივე ინფორმაციით, ახლო მომავალში ცნობილი გახდება ევროსაბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნა, რომლებიც პროცესში ჰამარბერგმა ჩართო.

"სადღეისოდ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების შესახებ არაფერი ვიცით და იმედი გვაქვს, რომ მთელი ეს სამუშაო მათი ბედის გარკვევაში დაგვეხმარება" , - განაცხადა სანაკოევმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?