ავტორი:

"არ შეიძლება ჯანდაცვის სექტორი იყოს ყველაფერში დამნაშავე" - ხონში ცოლ-ქმრისა და ქუთაისში 27 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტებს ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება

"არ შეიძლება ჯანდაცვის სექტორი იყოს ყველაფერში დამნაშავე" - ხონში ცოლ-ქმრისა და ქუთაისში 27 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტებს ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის სკოლის პედაგოგი და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალნენ. 54 წლის ქალი დაწყებითი კლასის დამრიგებელი იყო.

სკოლის დირექტორის გიორგი სანოძის ინფორმაციით, ქალი სკოლაში ბოლოს ორი კვირის წინ იყო, მას ტემპერატურა დაუფიქსირდა, მკურნალობდა და წუხელ გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი დილით დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ისინი ქუთაისში ცხოვრობდნენ. ცოლ-ქმრის ინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში მათმა შვილმა დაწერა. როგორც მათი შვილი წერს, მიუხედავად იმისა, რომ მშობლების მდგომარეობა დამძიმდა, მათთვის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი ვერც ერთ საავადმყოფოში ვერ იპოვეს.

ხონში ცოლ-ქმრისა და ქუთაისში 27 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა.

ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სექტორი ყველა ფაქტზე იღებს პასუხისმგებლობას, თუმცა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მდგომარეობა რთულდება, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ან გვიან დაფიქსირებული შემთხვევიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის აღება რთულია.

"ის, რომ ვინმეს არ დაუდასტურდა ვირუსი და რამდენიმე დღის შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა, ეს არ მეტყველბს, რომ რაიმე ხარვეზი იყო ტესტირების კომპონენტში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ნებისმიერ დღეს და წუთს ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ შეიძლება დავინფიცირდეთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თავი დავიცვათ და დისტანციის არ დაცვა გვაყენებს ყველაზე დიდ ზიანს. ჯანდაცვის სექტორი ყველა ამ ფაქტზე იღებს პასუხისმგელობას, თუმცა ისეთ შემთხვევებზე, რომელიც რთულდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ან გვიან დაფიქსირებული შემთხვევიდან გამომდინარე, გაუჭირდებათ ექიმებს პასუხის გაცემა და პასუხისმგებლობის აღება. ჩვენ 24 საათი ვმუშაობთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ქუთაისში გარდაცვლილი 27 წლის გოგო მკურნალობას სახლში გადიოდა და მისი გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია გახდა.

„რაც შეეხება 27 წლის გოგონას გარდაცვალებას, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. მაგრამ რამდენადაც შემთხვევა შევისწავლეთ, ახალგაზრდა გოგონა გადიოდა ბინაზე მკურნალობას, რამაც გამოიწვია დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაც, იქ დიაგნოსტირებაც იყო გვიანი. მას ტესტირებისთვისაც კი არ მიუმართავს დროულად. არ მინდა, რომ ბრალეულობა გადავიდეს პაციენტების მხარეს და მინდა, რომ ჯანდაცვის სექტორი იყოს პასუხისმგებელი ყველა შედეგზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში დამნაშავე შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორი. ჩვენ დღეს კლინიკურ ჯგუფთან გვაქვს დამატებითი შეხვედრა იმისათვის, რომ მეტად ინფორმატიული გავხადოთ მკურნალობის კომპონენტი. უნდა მოხდეს დროული აღქმა იმ პრობლემების, რომლებიც პაციენტებს ექმნებათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაცით, ქუთაისში, COVID-19-ით 27 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. მაგდა ძოწენიძის ოჯახი ამბობს, რომ გადატვირთული კლინიკების გამო პაციენტის მიღება საავადმყოფოში დროულად ვერ შეძლეს.

ამასთან, გოგონას, რომელიც კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენის თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავდა, დედ-მამა გარდაეცვალა. მარიამ კაკაურიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერდა, რომ მის დედ-მამას მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში სჭირდებოდა, თუმცა ადგილების არარსებობის გამო მათი იქ მოთავსება ვერ მოხერხდა.

კობა დავითაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება - "მძიმეა მისი მდგომარეობა, აქვს სეფსისი და სეპტიკური შოკი"

"დღეს ნებისმიერი ვირუსი უნდა ჩაითვალოს, როგორც კორონავირუსი და მართვა უნდა მოხდეს ისე, როგორც კორონავირუსის" - ექიმი ვახტანგ კალოიანი

ნადვილი შავი პარასკევი "AllWine.ge"-ზე!