ავტორი:

"განხილვის პროცესშია შაბათ-კვირის შეზღუდვები, ტრანსპორტის შეზღუდვები და ბევრი სხვა" - ამირან გამყრელიძე

"განხილვის პროცესშია შაბათ-კვირის შეზღუდვები, ტრანსპორტის შეზღუდვები და ბევრი სხვა" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მომავალ წერტილოვან შეზღუდვებზე საუბრობს, რომელზეც მთავრობა და სპეციალისტები მსჯელობენ.

როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, საუბარია მაგალითად, შაბათ-კვირის შეზღუდვებზე, ტრანსპორტის შეზღუდვებზე და ასე შემდეგ.

"შეზღუდვების გაძლიერება ერთმნიშვნელოვნად იქნება. დღესაც საკოორდინაციო საბჭოზე იხილებოდა სხვადასხვა შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობები. მიმდინარეობდა მსჯელობა და დარწმუნებული ვარ, რომ სრული "ლოკდაუნი" არ იქნება, როგორც გვქონდა გაზაფხულზე, მაგრამ წერტილოვანი, მკაცრი შეზღუდვები იქნება.

სრული ლოკდაუნი, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა, ძალან მასშტაბურ შეზღუდვებს გულისხმობს. ეს ამ ეტაპზე არ განიხილება. კოვიდინფექციის მართვის პოლიტიკა, ზოგადად შეიცვალა მსოფლიოში. ახლა არის ბალანსირებული მართვა. წერტილოვან შეზღუდვებს, მაგრამ საკმაოდ დროულსა და მკაცრ სამედიცინო დახმარებას გულისხმობს ეს ბალანსირებული მართვა. ეს დანის პირზე სიარულს ჰგავს და ეს გზა აირჩია საქართველომაც.

იცით, რომ დაწესდა პირბადის ტარება დახურულ და ღია სივრცეებში, ესეც შეზღუდვაა. ის, რომ 22:00 საათის შემდეგ რესტორნების მუშაობა შეჩერდა, ესეც შეზღუდვაა.. ის, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა რიგი დაწესებულებები, ესეც შეზღუდვაა. მაგრამ ამას უნდა დაემატოს მობილობის დაცემებიც. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობები. ეს გახლავთ შაბათ-კვირის შეზღუდვები, ტრანსპორტის შეზღუდვები და ბევრი სხვა. ესენი განხილვის პროცესშია. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, ვიცი რომ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, დღევანდელ რეალობასთან იქნება ახლოს," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

"მიუხედავად იმისა, რომ გადამდები ვარ, ღამე ახალქალაქის შუა ქუჩაში დავდივარ" - როგორ ებრძვის მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსს

პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა - "ჰქონდა თანმდევი დაავადებები"

"ყველაზე მეტად, რაც ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას, ეს არის ღამის პერიოდში რესტორნებსა და კაფეებში თავშეყრა" - თამარ გაბუნია