ავტორი:

"ლელა კაკულიამ გითხრათ რომ 77-ზე მეტი იქნებოდით? რამე უფრო სერიოზული მოიფიქრეთ" - რატომ აკრიტიკებს თინა ხიდაშელი ოპოზიციას

"ლელა კაკულიამ გითხრათ რომ 77-ზე მეტი იქნებოდით? რამე უფრო სერიოზული მოიფიქრეთ" - რატომ აკრიტიკებს თინა ხიდაშელი ოპოზიციას

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში არშესვლას ეხება, პოსტს აქვეყნებს, სადაც მათ მოუწოდებს, გადაწყვეტილებისთვის სერიოზული არგუმენტი მოიფიქრონ:

"ამას მაინც ნუ იმეორებთ დაჟინებით რომ შევიდეთ მაინც ვერ გვექნება გადაწყვეტილებებზე ზეგავლენაო... ეს რა უბედურებაა, ან რა არგუმენტია.

1. ჯერ ერთი, ამ წუთის მდგომარეობით ოცნებას იმდენი ხმა აქვს რომ მთავრობასაც ვერ ქმნის;

2. შესაბამისად უბრძოლველად დათმობილი მეორე ტურები ამ უფლების ჩუქებაა თქვენგან;

3. ყველა მაჟორიტარის ასე უბრძოლველად მოგების პირობებშიც უამრავი პრინციპული გადაწყვტილებაა, რომელსაც იმაზე მეტი ხმა ჭირდება ვიდრე ისინი იქნებიან;

4. სამართლიან არჩევნებში რომ წაგეგოთ და შესაბამისად ნაკლები ყოფილიყავით პარლამენტში, არც მაშინ გექნებოდათ გადაწყვტილებების მიღებაზე გავლენა და რაღაზე მონაწილეობდით არჩევნებში, ლელა კაკულიამ გითხრათ რომ 77-ზე მეტი იქნებოდით...

რამე უფრო სერიოზული მაინც მოიფიქრეთ რომ ამ სამაგალითოდ უსამართლო არჩევნების პირობებში სასაცილოდ არ გამოჩნდეს ეს ყველაფერი" - წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, 2020-ის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად, დაწესებული 1%-იანი ბარიერი 9 პარტიამ გადალახა, თუმცა რვა მათგანი, გარდა მმართველი პარტიისა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ბოიკოტს აცხადებენ და საკანონმდებლო ორგანოში არ შევლენ. ამბობენ, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ მეორე ტურში. უკვე რამდენიმე დღეა თბილისში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სხვადასხვა პარტიების აქციები მიმდინარეობს.

"ვიცი ბევრს გაგიხარდებათ ეს კარგი ამბავი..." - რას წერს თინა ხიდაშელი საკუთარ მდგომარეობაზე?

"მკურნალობის თანხა ბავშვის დის მეუღლეს, წარმატებულ და შეძლებულ ჩოგბურთელს დაუფარავს" - ლელა რაზიკაშვილი ბასილაშვილთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს

"ვაქცინას და ამ გართულებას შორის კავშირი არ დასტურდება" - იმუნოლოგი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით ახალი აღმოჩენის შესახებ წერს