ავტორი:

"ნაცმოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან განხორციელდა ზეწოლა ისნის საოლქოს თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა" - "ოცნება"

"ნაცმოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან განხორციელდა ზეწოლა ისნის საოლქოს თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა" - "ოცნება"

"ქართული ოცნების" წევრის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა. ხელაშვილის განმარტებით, მასზე და სხვა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებზე "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მხრიდან ზეწოლა და მუქარა ხორციელდებოდა. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით" - განაცხადა ხელაშვილმა.

ცნობისთვის, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო. თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

"ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 2006 წლიდან მუშაობდა; 2008 - 2016 წლებში საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2018 წლის თებერვლიდან დღემდე კი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თედორე გობეჯიშვილს ჰქონდა საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება და გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით.

საარჩევნო ადმინისტრაცია უსამძიმრებს თედორე გობეჯიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს“, - ნათვქამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს

"ჩემზე სტატია წაიკითხა და მეგობრობა გამომიგზავნა" - ვინ არის "სიკვდილზე გამარჯვებული" ქართველი კაპიტანი, რომელმაც საცოლეს ხელი სვეტიცხოველში სთხოვა

საჩუქრად მიღებული 6000 ლარი მამისგან, ფერწერული ტილოები... - რა ქონებას ფლობს გიგა ბოკერიას ოჯახი