ავტორი:

"ჩემზე სტატია წაიკითხა და მეგობრობა გამომიგზავნა" - ვინ არის "სიკვდილზე გამარჯვებული" ქართველი კაპიტანი, რომელმაც საცოლეს ხელი სვეტიცხოველში სთხოვა

"ჩემზე სტატია წაიკითხა და მეგობრობა გამომიგზავნა" - ვინ არის "სიკვდილზე გამარჯვებული" ქართველი კაპიტანი, რომელმაც საცოლეს ხელი სვეტიცხოველში სთხოვა

მსოფლიოს წამყვანი რეჟისორები რომ იცნობდნენ, ამერიკელი ექიმების მიერ "სიკვდილზე გამარჯვებულად" მონათლული კაპიტნის ცხოვრება, ალბათ არაერთი მათგანის შთაგონების გახდებოდა... ივერი ბუაძე, ავღანეთში მძიმედ დაიჭრა, თუმცა არაერთი ოპერაციის შემდეგ, სასწაულებრივად გადარჩა და მეტიც, დროის უახლოეს მონაკვეთში, ცხოვრების მნიშვნელოვანი ოცნებები აიხდინა - დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მან საცოლეს ხელი სთხოვა და თანხმობა მიიღო.

2017 წლის 6 სექტემბერს, მაშინ როცა ქართულმა კონვოიმ პატრულირება დაასრულა და ჯარისკაცები ბაზისკენ უკვე ფეხით მიემართებოდნენ. ბაგრამის ავიაბაზის შესასვლელიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, იქ სადაც ავღანელები ტრაილერებს აპარკინგებენ, ადგილობრივ მოსახლეობას ვაჭრობის უფლება აქვს და მაღაზიებია გახსნილი, თვითმკვლელი ტერორისტი ქართველ ჯარისკაცებს მოტოციკლით მიუახლოვდა და თავი აიფეთქა...

ყველაზე მძიმედ 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ლეიტენანტი, ხონის რაიონის სოფელ ქუტირის მკვიდრი ივერი ბუაძე დაიჭრა. მან მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა, ბაგრამის ავიაბაზაზე ქართველ ლეიტენანტს თავის და კიდურების არეში სამი ოპერაცია ჩაუტარდა და შემდეგ კი, ჯერ გერმანიაში, ლანდშტულის რეგიონალური ჰოსპიტლის რეანიმაციაში, იქიდან კი, ამერიკაში გადაიყვანეს... რამდენიმედღიანი კომის შემდეგ, მისი მდგომარეობა სტაბილური გახდა. ივერი ბუაძეს 60-ზე მეტი ოპერაცია დასჭირდა, თუმცა, ცხოვრება სრული შემართებით გააგრძელა.

2019 წელი - ივერი ბუაძის სამშობლოში დაბრუნება

ივერი ბუაძე. კაპიტანი:

- მე და ჩემი საცოლე ორ წელიწადნახევარია ერთმანეთს ვიცნობთ. ინტერნეტში, ჩემს შესახებ სტატია წაიკითხა, სოციალურ ქსელში მეგობრობა გამომიგზავნა და მეც დავეთანხმე. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა... იმ პერიოდში აშშ-ში ორტერიდის ჰოსპიტალში ვმკურნალობდი და იქიდან ვკონტაქტობდით. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავიდა, ერთმანეთს შევხვდი.

ორი წლის წინ ვნახე სვეტიცხოვლის ტაძარში და მაშინ გამოვუტყდი სიყვარულში. დღეს დაბადების დღე აქვს და მინდოდა, სწორედ ამ დღეს შემეთავეზებინა ჩემი გული და მომავალი, ბეჭედი მომზადებული მქონდა, დავუჩოქე და ხელი ვთხოვე... რუსუდანისგან პასუხად მისი თანხმობა და ბედნიერი თვალები მივიღე. მინდოდა, სვეტიცხოვლის სიწმინდეს დაელოცა და მისი მადლი გადმოსულიყო ჩვენს ახლადშექმნილ ოჯახზე... ეს იყო ჩემი მიზანი, ცამდე ბედნიერი ვარ.

- თავდაცვის შეიარაღებულ ძალებში რჩებით არა?

- წელიწადნახევარია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის აკადემიაში ვმუშაობ, ლექციებს ვკითხულობ, ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორი ვარ... თავადაც ამ სასწავლის კურსდამთავრებული ვარ - 2011 წელს ჩავაბარე თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში და როგორც იუნკერი ჩავირიცხე. ასე დაიწყო ჩემი კარიერა შეიარაღებულ ძალებში. 2015 წელს დავასრულე სწავლა და მსახურება ოფიცრის სტატუსით გავაგრძელე. ამის შემდეგ, სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეორე ასეულში, ოცმეთაურად გავაგრძელე მსახურება. დაახლოებით ორი წლის შემდეგ, სამხედრო დავლდებულების თანახმად ავღანეთის სამშვიდობო მისიში მომიწია წასვლამ. ეს იყო 2017 წლის აპრილში.

2019 წელი - ივერი ბუაძის სამშობლოში დაბრუნება

- სამხედრო პროფესია რატომ აირჩიეთ?

- ჩვენს ოჯახში ყველა სამხედრო პირი იყო, ანუ მემკვიდრეობითი საქმეა, - ბაბუაჩემის მამაც სამხედრო პირი იყო, მაშინდელ არმიაში მსახურობდა, - პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა. ბაბუამაც საბჭოთა კავშირის არმიაში იმსახურა, - სამხედრო ავიაციიის ხაზით, მოსკოვის დაცვაზე იდგა. ჩემი ძმაც, რომელიც ჩემზე უფროსია, დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს და მეც არ მიფიქრია დიდი ხანს, რა პროფესიას ავირჩევდი, უკვე ვიცოდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. ასე ვთქვათ, სახელმწიფო სამხედრო სამსახური სხვანაირად გვესმის, სისხლში გვაქვს.

მე დღემდე ვირიცხები არმიაში და დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილიც სამხედრო იქნება... დედა აღარ მყავს, 2013 წელს სიმსივნით დამეღუპა, თუმცა, როდესაც ცოცხალი იყო, ძალიან ესმოდა ჩვენი... ჩემს დარჩენილ ცხოვრებას და გეგმებს, რომელთაც აუცილებლად შევასრულებ, მის ხსოვნას მივუძღვნი.

საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა ბოლო 24 საათში და როგორი ეპიდვითარებაა ქვეყანაში

3 შეზღუდვა, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება