ავტორი:

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება - ბოლო ცნობები რეგიონიდან

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება - ბოლო ცნობები რეგიონიდან

აზერბაიჯანმა წუხელ ქალაქი სტეფანაკერტი კვლავ დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შუაღამის შემდეგ აზერბაიჯანულმა ძალებმა სტეფანაკერტი შორი რადიუსის კასეტური რაკეტების გამოყენებით დაბომბეს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. თავდასხმას დედაქალაქში მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.

ამასთან, როგორც აზერბაჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს, 8 ნოემბერს დღის განმავლობაში და 9 ნოემბრის ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდა.

„საბრძოლო მოქმედებები აღდერეს, აღდამის, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობდა. მტერმა ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მძიმე დანაკარგი განიცადა,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში სომხეთის არმიის „ბევრი ჯარისკაცი, ერთი T-72 ტიპის ტანკი, ერთი D-30 ტიპის ქვემეხი, ერთი ნაღმტყორცნი და ტყვია-წამლით დატვირთული ერთი სატვირთო“ გაანადგურეს.

„ოპერატიულ ვითარებას ჩვენი ჯარი აკონტროლებს,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - "სომხეთი დილიდან ქალაქ ტერტერსა და სოფლებს ბომბავს, ვითარებას ჩვენი ჯარები აკონტროლებენ"

სამჯერ შეთანხმების მიუხედავად, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება - რას ამბობენ მხარეები?

ჰუმანიტარული ზავის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ - რა ცნობებს ავრცელებენ მხარეები