ავტორი:

"რა მოხდა, ფაშინიან? რა მოუვიდა ყარაბაღის სტატუსს? ის დასამარდა და არც არასდროს იქნება, ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ" - ილჰამ ალიევი

"რა მოხდა, ფაშინიან? რა მოუვიდა ყარაბაღის სტატუსს? ის დასამარდა და არც არასდროს იქნება, ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ" - ილჰამ ალიევი

"მინდა ერთი საკითხის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემო ძვირფასო ხალხო, ალბათ შეამჩნიეთ, რომ განცხადებაში მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ წერია, სად არის სომხური მხარის მოთხოვნები მისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებასთან დაკავშირებით?" - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოსახლეობის მიმართ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც სომხებს ავტონომია შესთავაზა, მათგან უარი მიიღო და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი მოინდომეს.

"როდესაც მე მათ ავტონომია შევთავაზე, არ დამთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღი "დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ და აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვონ. აქ კი ამაზე ერთი სიტყვაც არ წერია. რა მოხდა? რა მოხდა, ფაშინიან? რა მოუვიდა სტატუსს? ის დასამარდა, გაუჩინარდა, წავიდა და არც არასდროს იქნება, ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ,“- განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ვინც მას ყურადღებით წაიკითხავს, მიხვდება, რა დიდი პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა აზერბაიჯანმა.

"აფხაზების არ სჯერა მოსკოვს. ისეთ პირობებს უქმნის, მომავალში რომ ვერსად გაიხედონ" - რას ემსახურება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცის პროგრამის დამტკიცება

მიუხედავად რისკისა, რუსები გამალებით ცდილობენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას, მათ შორის ქართველების სახლებსაც ყიდულობენ

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა