ავტორი:

"მოგებულია რუსეთიც, აზერბაიჯანიც და თურქეთიც, ხოლო დამარცხებულია სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც მძიმე დღეები ელოდება" - ექსპერტი

"მოგებულია რუსეთიც, აზერბაიჯანიც და თურქეთიც, ხოლო დამარცხებულია სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც მძიმე დღეები ელოდება" - ექსპერტი

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღებული ხელშეკრულება, აზერბაიჯანისთვის ცალსახად ძალიან დიდი წარმატებაა, თუმცა ყველაზე დიდი გამარჯვებული არის რუსეთი და გამოჩნდა რა იყო რეალურად რუსეთის სიჩუმის მიზეზი მთელი კონფლიქტის განმავლობაში, - ამის შესახებ ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხელშეკრულებით დამარცხებული არის სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც ძალიან მძიმე დღეები ელის.

„ის საბრძოლო მოქმედებები, რომელიც რეგიონში მიმდინარეობდა, აზერბაიჯანის სასარგებლოდ იყო და ეს ბრძოლებში წარმატება აისახა, შემდგომში დიპლომატიურ მიმართულებაზე - ხელშეკრულებაზე, რომელიც არის სომხური მხარის კაპიტულაცია, რომელსაც მოუწია ბევრ დათმობაზე წასვლა თავისი გადმოსახედიდან. რეალურად გამარჯვებული, რა თქმა უნდა, არის აზერბაიჯანული მხარე, ოღონდ ეს 100%-იანი გამარჯვება არ არის, ის იბრუნებს კონტროლს ძალიან დიდ ტერიტორიაზე, რაც ცალსახად ძალიან დიდი წარმატებაა, თუმცა ყველაზე დიდი გამარჯვებული რუსეთი არის და გამოჩნდა რა იყო რეალურად რუსეთის სიჩუმის მიზეზი მთელი კონფლიქტის განმავლობაში.

რუსეთი შემოდის უკვე კავკასიის მესამე რესპუბლიკაში ოფიციალურადაც. საქართველოში ოკუპირებულ რეგიონებში აქვს ბაზები, ბაზა აქვს სომხეთში და ახლა უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რეალურად არის ის, რომ სულ საბრძოლო მოქმედებებს ვერ აწარმოებ სადმე უნდა გაჩერდე. რუსეთის სიჩუმე მიანიშნებდა იმაზე, რომ რაღაც სახის შეთანხმება არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის იდეალური აზერბაიჯანისთვის, თუმცა დაახლოებით 2/3 იმ ტერიტორიების, რომლებიც ოკუპირებული იყო, იბრუნებს, აბრუნებს თავის ლტოლვილებს და ჩემი აზრით, აზერბაიჯანმა მოიპოვა საკმაოდ დიდი წარმატება, მოგებული არის როგორც რუსეთი, ასევე აზერბაიჯანი და თურქეთი, ხოლო დამარცხებული არის სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც მძიმე დღეები ელის და უკვე ვხედავთ არეულობებს სომხეთის ტერიტორიებზე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ამასთან, ბატიაშვილმა აღნიშნა, სომხური მხარე ხშირად ავრცელებდა რეალობისგან აცდენილ ინფორმაციას და ამ სიტუაციის ერთადერთი დადებითი მხარე შეიძლება იყოს ის, რომ ტრავმების მოშუშების შემდეგ, სომხეთი რეალისტურ პოლიტიკას დაუბრუნდეს.

„სომხეთს არაერთი პრობლემა ჰქონდა. მათ შორის ის, რომ აგიტაციისა და პროპაგანდის ქვეშ იმყოფებოდნენ, რომ თითქოს ყველაფერი კარგად იყო. სომხური მხარე, ბევრჯერ რეალობისგან აცდენილ ინფორმაციას ავრცელებდა, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, რომ ყველაფერი წესრიგში არის და ვიმარჯვებთ და ამ დროს უცებ, კაპიტულაცია ცხადდება. ეს ცოტა რეალობას მოწყვეტილი სიტუაცია იწვევს იმ უკმაყოფილებას, რაც იყო რეალურად და ვფიქრობ, რომ რაც დრო გავა ცოტა რთული იქნება ტრავმების მოშუშება, მაგრამ შეიძლება უფრო რეალისტურ პოლიტიკას დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანს აღდამის რაიონი 20 ნოემბრისთვის, ქალბაჯარი - 15 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1-ელი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს.

"მამაჩემის სახლი, რომელიც ომის შემდეგ სამჯერ აღვადგინეთ, განადგურებულია..." - რა ვითარებაა გალში, სადაც მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

"ცეცხლი სახლებსა და ხის შენობებს მოედო" - ოკუპირებულ გალში ხანძრის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გადაწყდა

რა დაევალა პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში