ავტორი:

"დღეში 5-6 ლიტრ წყალს ვსვამ და ეგრევე უკეთ ვხდები... ბუშტებს ვბერავთ" - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე, რომელიც ოჯახთან ერთად კორონავირუსს ებრძვის

"დღეში 5-6 ლიტრ წყალს ვსვამ და ეგრევე უკეთ ვხდები... ბუშტებს ვბერავთ" - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე, რომელიც ოჯახთან ერთად კორონავირუსს ებრძვის

რუსკა ქარქაშაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მსახიობი ამბობს, COVID-19 მასთან ერთად დაუფიქსირდათ მისი ოჯახის წევრებსაც. რაც შეეხება სიმპტომებს, რუსკას თქმით, პირველი ორი დღე მაღალი სიცხეები ჰქონდა, ამ ეტაპზე კი გემოს და ყნოსვის დაკარგვას გრძნობს.

მკურნალობას სახლში გადის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალგაზრდა მსახიობი და წამყვანი "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს:

"გადავწყვიტე ვიდეო გადამეღო, კორონავირუსი მაქვს. დღემდე არ მჯერა, რომ ამას ჩემს თავზე ვიძახი. ეს დღეები "ინსტაგრამზე" არ მიაქტიურია, მე თვითონაც ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. დრო მჭირდებოდა, რომ გამერკვია, სად ვიყავი და რას ვებრძოდი. გაუფრთხილდით თავებს, არ ჩააგდოთ საკუთარი თავი ასეთ მდგომარეობაში, არ დაუჯეროთ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი არ არსებობს. არსებობს და თან არც ისე მარტივია, როგორიც გვეგონა და მეც წარმომედგინა.

პირველი ორი დღე მქონდა მაღალი სიცხეები, შემდეგ დავკარგე ყნოსვისა და გემოს შეგრძნება. საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ და ეს არ არის მარტივი. დღეს მეექვსე დღეა, მარტო მე არ მაქვს კორონავირუსი, მთელ ოჯახს გადავდე სამწუხაროდ, ჩემს მშობლებსა და და-ძმას, ყველა ერთმანეთს ვუვლით...

ჩემი ექიმის თქმით, შედარებით მარტივად იმიტომ გადამაქვს, რომ დღეში 5-6 ლიტრ წყალს ვსვამ და ეგრევე უკეთ ვხდები... ნამდვილად შველის და თან ძალიან, საკუთარ თავზე დავრწმუნდი. არ ვიღებ დიდი რაოდენობით შაქარს, ვიღებთ C და D ვიტამინს, სულ ვმოძრაობთ, დავდივართ, ვაკეთებთ სუნთქვის ვარჯიშებს, ბუშტებს ვბერავთ, რაც ძალიან ავარჯიშებს ფილტვებს. შეეცადეთ, რომ თავი დაიცვათ, მაგრამ თუ დაგემართათ, მომზადებულები შეხვდით და ფსიქოლოგიური მომენტი გადალახეთ, დასასრული არ არის, კორონა თუ დაგემართებათ..." - ამბობს რუსკა.

"ხშირად მწერენ, შეირგე ბავშვობაო... ბევრი რაღაც პატარა ასაკიდანვე ვისწავლე" - როგორ ზრუნავს გარეგნობაზე რუსკა ქარქაშაძე და რას საყვედურობენ სოციალურ ქსელში

დაარღვია თუ არა "ჯორჯიან მანგანეზმა" ე.წ. ტრესტის შენობის რეაბილიტაციისას კანონი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტება

პარლამენტთან დაკავებულებს შორის საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და ირაკლი კუპრაძე არიან - რას აცხადებენ შსს-ში?