ავტორი:

ცოლ-ქმარი, რომელთა მიერ შექმნილმა ვაქცინამაც, შესაძლოა, პანდემიისგან გვიხსნას, წყვილი კი მსოფლიოს გმირად მოევლინოს - თურქი მიგრანტების წარმატება

ცოლ-ქმარი, რომელთა მიერ შექმნილმა ვაქცინამაც, შესაძლოა, პანდემიისგან გვიხსნას, წყვილი კი მსოფლიოს გმირად მოევლინოს - თურქი მიგრანტების წარმატება

2019 წლის მიწურულს, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.

ვაქცინა არაერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ შექმნა და ამ ეტაპზე მათი გამოცდა მიმდინარეობს. მათ შორის პიონერად კომპანია Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა მოგვევლინა, რომელმაც მეცნიერთა განმარტებით 90%-იანი შედეგი აჩვენა. ვაქცინა ეფუძნება სრულიად ახალ ტექნოლოგიას, რომელიც იმუნური სისტემის „გასაწვრთნელად“ ვირუსის გენეტიკურ კოდს იყენებს.

კოვიდ 19-სგან დასაცავად საჭიროა ორი დოზა, სამი კვირის ინტერვალით. 90%-იანი დაცვა კი მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში მიიღწევა. საცდელი კვლევები აშშ – ში, გერმანიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში ჩატარდა. Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.

კომპანია BioNTech-ი 2008 წელს მეცნიერმა თურქმა ცოლ-ქმარმა, ოზლემ ტურეჯიმ და უგურ შაჰინმა დააფუძნა. თავდაპირველად, კომპანია კიბოს საწინააღმდეგო ახალი ტიპის იმუნოთერაპიულ საშუალებებს ამზადებდა, ახდენდა პაციენტთა T-ლიმფოციტების მოდიფიცირებას, რომლებიც შემდეგ მიზანში იღებდნენ და ებრძოდნენ კიბოს ანტიგენებს. იგი იყენებდა უჯრედულ თერაპიას, ახალ ანტისხეულებს და მცირე მოლეკულის იმუნომოდულატორებს, როგორც კიბოს მკურნალობის ვარიანტებს. თავდაპირველად ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა სათაო ოფისი ქალაქ მაინცში, გოლდგრუბეს ქუჩაზე გახსნა. მაშინ ისინი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ, რომ წლების შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი კომპანიის ისტორიის ფუძემდებლები გახდებოდნენ.

ცოლ-ქმრის სამეცნიერო ტანდემი

ტურეჯი და შაჰინი, მიგრატები თურქეთიდან, გერმანიაში 1960-იანი წლების ბოლოს ჩავიდნენ. უგურ შაჰინი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში დაიბადა, იგი ოთხი წლის იყო, როდესაც ქალაქ კელნში წაიყვანეს. მისი მეუღლე, კომპანიის სამედიცინო ხელმძღვანელი ოზლამ ტურეჯი ქვემო საქსონიაში დაიბადა.

წყვილმა ერთმანეთი ზაარლანდის უნივერსიტეტში გაიცნო და 2002 წელს დაქორწინდნენ. ჰყავთ თინეიჯერი ქალიშვილი. ამჟამად კომპანია Pfizer -თან ერთად SARS-CoV-2 წინააღმდეგ BNT162 ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობს. განაგრძეთ კითხვა

"ახალ პანდემიაში ვართ, ბრიტანული მუტაცია დომინანტური გახდა" - გერმანიაში აღდგომის დღესასწაულის წინ შეზღუდვები მკაცრდება

"პუტინი მკვლელია. ის ტირანია, რომლის სამიზნეც თავისუფლების მოყვარე ხალხია" - ადამ კინზინგერი პუტინზე

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდეთ