ავტორი:

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდეთ

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდეთ

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თანაავტორი ამბობს, რომ ის ტექნოლოგია, რომელიც აღნიშნული ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენეს, შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი იარაღი იყოს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შექმნა დაკავშირებულია მეცნიერი ცოლ-ქმრის, BioNTech-ის დამფუძნებლების, უღურ შაჰინისა და ოზლემ თურენჩის სახელთან.

მეცნიერები მუშაობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა შეექმნა სხეულს იმუნური სისტემა კიბოს დასაძლევად, როდესაც გასულ წელს, ჩინეთში უცნობი ვირუსის გაჩენის შესახებ შეიტყვეს. მათ გადაწყვიტეს, რომ ამ ახალი საფრთხის წინააღმდეგ გამოეყენებინათ ტექნოლოგია, რომელსაც მანამდე ორი ათეული წლის განმავლობაში იკვლევდნენ და აპირებდნენ, რომ კიბოს წინააღმდეგ გამოეყენებინათ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების Pfizer/BioNTech და Moderna-ს შესაქმნელად გამოყენებულია ახლებური მიდგომა, mRNA. სხვაგვარად და მარტივად რომ ვთქვათ, ეს მიდგომა გულისხმობს, რომ ვაქცინაციის შედეგად, ადამიანის სხეულის უჯრედებს გაეგზავნოს ინსტრუქციები, რომ გამოიმუშავოს ცილები, რომლებიც ვირუსს შეუტევენ.

“ჩვენ გვაქვს mRNA-ზე დაფუძნებული კიბოს საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა", - ამბობს Associated Press-თან მეცნიერი ოზლემ თურენჩი. კითხვაზე თუ როდის იქნება ვაქცინა ხელმისაწვდომი, მისი პასუხი ასეთია:

"ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ ველით, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ გვექნება ვაქცინები კიბოს წინააღმდეგ და იმ კონდიციაში, რომ შეგვეძლება ის ხალხს შევთავაზოთ", - ამბობს მეცნიერი.

ამავე თემაზე: ცოლ-ქმარი, რომელთა მიერ შექმნილმა ვაქცინამაც, შესაძლოა, პანდემიისგან გვიხსნას, წყვილი კი მსოფლიოს გმირად მოევლინოს - თურქი მიგრანტების წარმატება

წყარო: sky.com

მეცნიერები მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელსაც აბის ფორმა აქვს - რა მოლოდინი აქვთ მეცნიერებს დასალევი ვაქცინისგან

"ახალ პანდემიაში ვართ, ბრიტანული მუტაცია დომინანტური გახდა" - გერმანიაში აღდგომის დღესასწაულის წინ შეზღუდვები მკაცრდება

"პუტინი მკვლელია. ის ტირანია, რომლის სამიზნეც თავისუფლების მოყვარე ხალხია" - ადამ კინზინგერი პუტინზე