უფასო სახელმძღვანელოების დარიგება პირველი სექტემბრიდან დაიწყება

უფასო სახელმძღვანელოების დარიგება პირველი სექტემბრიდან დაიწყება

2010 სასწავლო წელს ყველა სოციალურად დაუცველი მოსწავლე პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სახელმწიფოსგან სასკოლო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მიიღებს.

ამ პროგრამის განხორციელებისთვის სახელმწიფომ 8 მილიონი ლარი გამოყო. სახელმძღვანელოების დარიგება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და 14 სექტემბრამდე გასტანს.

ბელიაშვილის #5-ში მდებარე მანეჟში (დიღომი, რესტორან "ბაბილოსთან") განთავსდება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები, საიდანაც რესურს-ცენტრების წარმომადგენლებსა და დირექტორებს საშუალება ექნებათ წიგნები სკოლებში წაიღონ და ბავშვებს დაურიგონ.

ადგილი, საიდანაც სახელმძღვანელოების დარიგება მოხდება, დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მოინახულა. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უფასო სახელმძღვანელობის დარიგების პროცესი სრულყოფილად იყოს მომზადებული.

მომავალში სახელმძღვანელოები სკოლების ბიბლიოთეკებს დარჩება და შემდგომში მის გამოყენებას სხვა სოციალურად დაუცველი ბავშვები შეძლებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"