ავტორი:

"მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა მოვიგოთ!" - რას ამბობს შოთა არველაძე ჩრდ. მაკედონიასთან თამაშზე, გადატანილ კოვიდსა და ირანში ნამღერ "ლალეზე"

"მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა მოვიგოთ!" - რას ამბობს შოთა არველაძე ჩრდ. მაკედონიასთან თამაშზე, გადატანილ კოვიდსა და ირანში ნამღერ "ლალეზე"

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, შოთა არველაძე უკვე დაუბრუნდა ტაშკენტის "ფახთაქორს", რომელიც დამაჯერებლად ლიდერობს უზბეკეთის ჩემპიონატს და აზიის ჩემპიონთა ლიგის კი მეოთხედფინალშიც ითამაშა. "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, შოთამ გადატანილ ვირუსზე, საქართველოს ნაკრების ძველ და მომავალ მატჩებზე, "ტრაბზონსპორში" შესაძლო დაბრუნებაზე და სხვა საინტერესო თემებზე ილაპარაკა:

- კოვიდ-19 ყატარში, აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წინ დამიდასტურდა. გარშემო, ახალი კორონავირუსი ბევრს ჰქონდა და ჩემი ტესტის პასუხი განსაკუთრებულად არ გამკვირვებია. ავადმყოფობისთვის "კარგი დრო" არ არსებობს, მაგრამ კარანტინში ყოფნა მაინცდამაინც უმნიშვნელოვანესი მატჩების დროს მომიწია და ძალიან დამწყდა გული, გუნდს რომ გამოვაკლდი. ასეთ დროს, გარკვეულწილად, თავს დამნაშავედაც კი გრძნობ, ფიქრობ - იქ რომ ვყოფილიყავი, არაფერი გამომეპარებოდაო. გუნდს მთლიანობისთვის აკლიხარ და არა იმიტომ, რომ შენს გარეშე არაფერი გამოვა. საერთოდაც, სადაც არ ხარ, ყველას აკლიხარ და იქ უფრო უყვარხარ.

- რატომ გავრცელდა ინფორმაცია - შოთას ასთმა აქვსო?!

- არ ვიცი, საიდან მოიტანეს, მსგავს პრობლემას არასდროს შევუწუხებივარ! რაც შეეხება კოვიდს, მსუბუქად გადავიტანე - ოთხი დღის განმავლობაში სახსრები მტკიოდა და სიცხე მქონდა, ბავშვობაში გრიპი რომ გადამიტანია, ის შეგრძნება გამახსენდა. ისე, წელს უკვე სამჯერ ვიყავი კარანტინში: ორჯერ თურქეთში წასვლა-წამოსვლის შემდეგ, მესამედ - ვირუსის თანხლებით.

- ყველაზე მეტად, რა დააფასე "გათავისუფლების" შემდეგ, რა "გვასწავლა" მიმდინარე წელმა?

- ყველამ უნდა დააფასოს ის, რაც დღეს, ამ წუთას აქვს! თუნდაც, ურთიერთობის ის თავისუფლება, რომ შეგიძლია, მეგობარს ან ნათესავს ესტუმრო, სადმე, დაპატიჟო, ჩაეხუტო... გავაცნობიერეთ, როგორი ბედნიერები ვყოფილვართ აქამდე... რომ ბედნიერებისთვის მაინცდამაინც "მთვარეზე გაფრენა" არ არის აუცილებელი.

- მთავარ თემაზე - საქართველოს ნაკრებზე გადავიდეთ: რას იტყვი ბელარუსთან მატჩზე?

- რასაც ველოდით, ისეთი "სცენარი" ვნახეთ: უპირატესობა გვქონდა, გოლიც მალე გავიტანეთ, მერე ვინერვიულეთ კიდეც, რადგან მეტოქესაც ჰქონდა ერთი-ორი მომენტი. რა გასაკვირია?! პარიკმახერებს ხომ არ ვეთამაშებოდით - ფეხბურთელები არიან და მოგება მათაც ძალიან უნდოდათ.

- გატანილი გოლის შემდეგ, მალევე დავიწყეთ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში.

- დამთავრდეს ეს ეტაპი და შეფასებები მერე გავაკეთოთ. ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა და რადაც უნდა დაგვიჯდეს, აუცილებლად უნდა მოვიგოთ! მერე კი, დროც იქნება, ხასიათიც და საშუალებაც, გავაანალიზოთ - როგორ მოვედით აქამდე და როგორ გავაგრძელოთ. უკეთესი იქნება, 100 მომენტი შევქმნათ, მაგრამ ვერ მოვიგოთ? 12 წლის ბავშვებზე ხომ არ ვლაპარაკობთ, რომლებსაც აქვთ დრო, რათა სწორად თამაში ისწავლონ, ან ბედნიერები იყვნენ იმით, რომ კარგად ითამაშეს? ფინალში არ არსებობს კარგი თამაში - ფინალში არსებობს შედეგი!

- ჩვენ კი, ჯერაც ვერ ჩამოვყალიბდით - ნაკრებისგან კარგ თამაშს ვითხოვთ, თუ - შედეგს?

- იმიტომ, რომ მსგავსი სიტუაცია ახალია ჩვენთვის. იმიტომ, რომ გემოვნება შეგვეცვალა, იმიტომ, რომ ძალიან ცოტა დარჩა ისეთი ხალხი, ვინც თავისი თამაშით გვიყალიბებდა გემოვნებას... წაიკითხეთ სტატია სრულად

"აღარ მოვისურვე ჩემი სატელევიზიო კარიერის გაგრძელება ამ სივრცეში" - "ტვ პირველს" ორი ტელეწამყვანი და პროდიუსერი ტოვებენ

"შესაძლოა, ხვალიდან კლინიკაში გადავიდე... ტემპერატურის მომატება და ხველა მაქვს ძალიან შემაწუხებელი" - თენგიზ ცერცვაძე

"კორონავირუსი ჩემს შვილიშვილს დაუდასტურდა, მასთან კვირას მქონდა კონტაქტი" - ამირან გამყრელიძე