ავტორი:

"აღარ მოვისურვე ჩემი სატელევიზიო კარიერის გაგრძელება ამ სივრცეში" - "ტვ პირველს" ორი ტელეწამყვანი და პროდიუსერი ტოვებენ

"აღარ მოვისურვე ჩემი სატელევიზიო კარიერის გაგრძელება ამ სივრცეში" - "ტვ პირველს" ორი ტელეწამყვანი და პროდიუსერი ტოვებენ

ტელეწამყვანები თეონა ბაკურიძე და თამარ ჩიხლაძე, ასევე პროდიუსერი ნათია ზოიძე "ტვ პირველს" ტოვებენ. ინფორმაცია "ნეტგაზეთს" სამივე მათგანმა დაუდასტურა.

გამოცემის ცნობით, ჟურნალისტები გადაწყვეტილებას სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს არ უკავშირებენ.

"ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება სარედაქციო თავისუფლების საკითხს. ამ ეტაპზე ეს ჩემი არჩევანია. აღარ მოვისურვე ჩემი სატელევიზიო კარიერის გაგრძელება ამ სივრცეში. სამომავლო საქმიანობას რაც შეეხება, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია”, – განუცხადა "ნეტგაზეთს" თამარ ჩიხლაძემ.

თეონა ბაკურიძემ გამოცემას განუცხადა, რომ მისი მხრიდან თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა.

"ეს არ უკავშირდება სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს, რაც ჩემს გადაცემებში გარანტირებული იყო. სწორედ სარედაქციო თავისუფლების გამო მოვედი მე ამ არხზე, მადლობა “ტვ პირველს “ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის”, - განუცხადა "ნეტგაზეთს" თეონა ბაკურიძემ.

"ნეტგაზეთთან" ტელევიზიის დატოვების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ნათია ზოიძემაც, თუმცა წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია.

წყარო: ნეტგაზეთი

"ხშირად გადმოსცემენ პრესითა და ტელევიზიით, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა გარდაუვალია - უნდა გავაძლიეროთ ლოცვა" - პატრიარქის ქადაგება

რატომ დარჩა გლდანში 5 000 აბონენტი გაზის გარეშე?

"განვიცდით და საგანგაშოდ მიგვაჩნია ეს მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი" - ჩოგბურთელთა ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს