ავტორი:

გამომცემლობა „პალიტრა L“ 15 წლისაა - რით იყო დასამახსოვრებელი 15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი?

გამომცემლობა „პალიტრა L“ 15 წლისაა - რით იყო დასამახსოვრებელი 15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი?

2020 წელს გამომცემლობა „პალიტრა L“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ამიტომ ambebi.ge-მ გადაწყვიტა გამომცელობის გუნდს გასაუბრებოდა და მათთან ერთად თვალი გადაევლო იმ დიდი ისტორიისთვის, რომელიც „პალიტრა L”- მა განვლო.

როგორ დაიწყო გამომცემლობის ისტორია?

თინათინ ასათიანი, გამომცელობა „პალიტრა L“-ის დირექტორი:

"გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლისგახდა. ეს ისეთი თარიღია, თითქოს ანგარიშის ჩაბარებას ითხოვს.ათი წელია ამ გამომცემლობის დირექტორი ვარ - მასთან ერთად გავიზარდე, ორი შვილის დედა გავხდი, შევიცვალე. შეიცვალა გამომცემლობაც, ბევრი სირთულე შეგვხვდა, მაგრამ უკან რომ ვიყურები, ეს გზა სიხარულით მავსებს, განვლილი 15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების გამოყოფა ძნელია, თუმცა პირველი, განსაკუთრებელი და აღსანიშნავია,ჩვენს რეალობაში უპრეცედენტოდ მასშტაბური საგამომცემლო პროექტი „50 წიგნი, რომელიცუნდაწაიკითხო, სანამცოცხალიხარ“, დავიწყეთ გამოკითხვა მთელ საქართველოში, დავსვით კითხვა, რომელი 10 წიგნი მიაჩნდათ უმნიშვნელოვანესად. წარმოუდგენელი გამოხმაურება მოჰყვა ამ წამოწყებას. ათეულათასობით ადამიანმა გვიპასუხა. ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება, როგორ ვისხედით, გაძეძგილი ტომრებიდან ვიღებდით თითოეულ კუპონს.ასე დაიბადა „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“.არ ვაჭარბებ - ძნელად მოიძებნება საქართველოში წიგნის თარო, რომელზეც თუ ყველა არა, ამ სერიის ერთი წიგნი მაინც არ იდოს.

გაასმაგდა წიგნის შეძენის მსურველთა რაოდენობა, წიგნის მიმართ განახლდა ინტერესი.იყიდებოდა, საშუალოდ, 50 000 ეგზემპლარი კვირაში.

მაია ალუდაური, გამომცელობა პალიტრა L- ის მთავარი რედაქტორი:

გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოირჩევა ისტორიული შინაარსის წიგნებით. ამ მხრივ, აღსანიშნავია: საქართველოს ისტორიის ოთხტომეული, ივ. ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორია“,საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის 30-ტომეული, ქართველი მეფეები და უახლესი პროექტი „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“.

ჩვენი გამომცემლობისთვის ერის ისტორია უკეთესი მომავლის საწინდარია. უამრავი პროექტი გამოვეცით ამ ისტორიის არ დასავიწყებლად: „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“, „ქართველი მეფეები“... სულ მალე კი მკითხველი იხილავს უნიკალურ პროექტს „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“,- ამბობს მაია ალუდაური, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მთავარი რედაქტორი.

რა იყო 50 წიგნის შემდეგ?

"50 წიგნის ეფექტი ჯერ გადავლილი არ იყო, რომ კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი შევთავაზეთ მკითხველს - საქართველოს ისტორიის 4-ტომეული.ვიცოდით, რომ ამ წიგნებს ხალხი ელოდებოდა, მაგრამ მომხდარმა მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იმავე დღეს შევუკვეთეთ სტამბას განმეორებითი ბეჭდვა. ეს ყველაფერი გვარწმუნებდა, რომ სწორ გზაზე ვიდექით და საჭირო საქმეს ვაკეთებდით", - თინათინ ასათიანი.

გამომცემლობის პროექტებიდან, ასევე, აღსანიშნავია სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი „მაკულიტერატურა“, რომელიც მაკულატურაში წიგნების გადაცვლას, შედეგად კი ხეების გადარჩენას, ბუნებაზე ზრუნვას გულისხმობს.

"სულ მოძრაობაში ვართ. 21-ე საუკუნეა, სხვა გარემო და მოთხოვნებია და ამის შეგრძნება არ უნდა დაკარგო. სწორედ ამიტომ, გარემოზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტი გახდა და შეიქმნა პროექტი მაკულიტერატურა - #გაცვალემაკულატურა წიგნებში. პროექტის დაწყებიდანდღემდე, მივიღეთდაგადავამუშავეთ9000 ტონამაკულატურა, რაცნიშნავს, რომჩვენს მკითხველებთან ერთად,გადავარჩინეთ 150 000 - ზემეტიხე.

გამომცელობის მთავარი ნიშაა, თანამედრობე პროექტების დანერგვა და განხორციელება, მათ შორისაა „ლურჯი ოკეანე“, „ლიბერთინსი“, „პორტალი“, „გახდი ბესტსელერის ავტორი“, „გუდა“...

თამამი ნაბიჯების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ შექმნას რაღაც ახალი, თანამედროვე და თან ღირებული. სწორედ ამ იდეით დავიწყეთ პროექტი „ლურჯი ოკეანე“- მსოფლიოში აღიარებული ბიზნე სლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ მიმართულებით საქართველოში ლიდერი კომპანია ვართ.

ასეთივე ექსპერიმენტი იყო „ლიბერთინსიც“ - წიგნები თინეიჯერებისთვის. დავიწყეთ არასტანდარტულად - მოზარდებთან ერთად ვარჩევდით და ვგეგმავდით. იყო რიგები ყოველი ახალი წიგნის გამოსვლისას. ბევრს ახსოვს გადაკეტილი ბახტრიონის ქუჩა, იმდენი ხალხი მოვიდა ბიბლუსის მაღაზიაში, პოლიციას საგანგებო ჩარევა დასჭირდა. მერე ძალიან პოპულარული სერიის „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილიც მოვიწვიეთ საქართველოში , რაც იმ დროს ჩვენი მკითხველებისთვის უზარმაზარი სიხარული იყო", - თინათინ ასათიანი.

სხვათა შორის, ჰოლი სმეილი არ იყო ერთადერთი უცხოელი ავტორი, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L-მა" საქართველოში ჩამოიყვანა. ასევე, იყვნენ ფრედერიკ ბეგბედერი, ემი იტერანტა.

2016 წელს გამომცემლობა "პალიტრა L" გახდა მარველისა და დისნეის ოფიციალური წარმომადგენელი, არამარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში.

მაია ალუდაური, გამომცელობა პალიტრა L- ის მთავარი რედაქტორი:

2017 წლიდან გამომცემლობის პრიორიტეტი გახდა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და დებიუტანტი ავტორების ხელშეწყობა, რაც წარმატებით ხორციელდება დღემდე. ამას ადასტურებს პროექტი "გახდი ბესტსელერის ავტორი", რომელმაც უკვე არაერთი ნიჭიერი ავტორი აღმოაჩინა და ხელი შეუწყო აღიარების მოსაპოვებლად.

აქ განსაკუთრებით ყურსაღებია ის, რომ ამ პროექტმა შექმნა პრეცენდენტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი ავტორების წიგნები გახდა ბესტსელერი და იბეჭდებოდა 20 000 იანი ტირაჟით, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ.

ანა კოპაძე, პროექტების ხელმძღვანელი:

ის პროექტები, რაზეც ახლა 15 წლის „პალიტრა L“ მუშაობს ძალიან საინტერესო და ღირებულია. მაგალითად: ლიტერე ინვენტე , სადაც მაქვს საშუალება გამოვცე ისეთი ავტორები, რომლებიც სულ ახლა იდგავენ ფეხს სამწერლო ასპარეზზე და ასევე ავტორები, რომელთა შემოქმედება თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი შენაძენია; ბუკერისა და პულიცერის პრემიის მფლობელი მწერლები, საინტერესო ახალი და ხარისხიანი ლიტერატურა. სულ ახლახანს ავიღეთ უფლება შესანიშნავ წიგნზე - ახალგაზრდა ნიდერლანდელი ავტორის მარიეკე ლუკას რიჯნეველდის მიერ დაწერილი the discomfort of evenings. მარიეკე ლუკასი საერთაშორისო ბუკერის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატია.

ერთ-ერთი სერია, რომელიც პალიტრაში მოსვლისას ჩამბარდა იყო „წლის ბესტსელერი“. სიმართლე რომ ვთქვა, ეს ზუსტად ის პროექტი იყო, რომელზე მუშაობაც სულ მინდოდა და მანამდე ვერც კი წარმომედგინა, რომ მე ვიქნებოდი ის ადამიანი, რომელიც სამომავლო გამოცემების გეგმებს შეადგენდა.

შემდეგ გავეცანი პალიტრას სხვა, ძალიან ღირებულ სერიებსაც, მაგალითად იკითხე ქართულს, რომელშიც XX-XXI საუკუნის ქართველი ავტორების შემოქმედებაა გაერთიანებული. პროექტი ვიზუალური მხარითაც განსაკუთრებულია. სერიაში გაერთიანებული წიგნების დიზაინი მთლიანად აგებულია ხელოვნების სასახლის პროექტის - "ქართული ისტორიული ქსოვილის" მასალებზე და თითოეული წიგნი სწორედ ამ ქსოვილებიდან აღებული ორნამენტებითაა დამშვენებული. აქვე მინდა დავამატო, რომ გამომცემლობა პალიტრა L-ს აქვს სერია პორტალი, რომელიც ფენტეზის მოყვარული ადამიანებისთვის ნამდვილად დიდი საგანძურია.

გამომცელობა “პალიტრა L” აქტიურად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, ,რომ ყველა ტიპის ადამიანს შეეძლოს წიგნის მაღაზიაში მისთვის საინტერესო ლიტერატურის შერჩევა.

ანანო თავხელიძე, მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი:

15 წლის იუბილის ფარგლებში, ჩვენ გავაკეთეთ რებრენდინგი, შევცვალეთ ლოგო, უფრო მკვეთრად გამოვხატეთ ჩვენი მიდგომები, თუმცა ფასეულობები, რა თქმა უნდა, უცვლელი დარჩა.

ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშნელოვანი პროექტი განხორციელდა.

მნიშვნელოვანია ჩვენი CSR მიმართულება, მარტო გუდა რად ღირს, რომლის საშუალებითაც წიგნებს შეგიძლიათ მოუსმინოთ ყველგან,სადაც არ უნდა იყოს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსინათლო ადამიანებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობას აძლევს არ ჩამორჩნენ ლიტერატურულ სიახლეებს.

რა განაპირობებს გამომცელობის წარმატებას?

გამომცემლობა „პალიტრა L“ -ის წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: „ერთი მხრივ, პროფესიონალთა გუნდი, რომლის წევრებიც წლებია მუშაობენ ჩვენს გამომცემლობაში, მეორე მხრივ კი ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ მუდმივად განახლებადი იდეები, ქმნის იმ გარემოს, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია მომავალზე – გამომცემლობა „პალიტრა L“ არის მთლიანად მომავლის კომპანია,“ – აღნიშნავს მაია ალუდაური.

გამომცემლობა „პალიტრა L“ აგრძელებს თავის საქმიანობას და ერთგულ მკითხველს კიდევ ბევრ ახალ პროექტს ჰპირდება.

"მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები მე და ჩემი მეუღლე ვართ“ - აკრძალული სიყვარულის ისტორია რომანში „ალფას ვიბრაცია“

ვინ იყო „საფრანგეთის ქართველი გმირი“, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა

9 ნოემბრიდან სერია „ქართველი მეფეების“ ბოლო ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად