ავტორი:

3-საათიანი შეხვედრა პუტინსა და ასლან ბჟანიას შორის - რაზე ისაუბრეს დღეს რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერებმა?

3-საათიანი შეხვედრა პუტინსა და ასლან ბჟანიას შორის - რაზე ისაუბრეს დღეს რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერებმა?

სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას შეხვედრა დღეს სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ამის შესახებ აფხაზური მედია იუწყება.

„დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგები რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან უეჭველად მოუტანს სარგებელს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ურთიერთობას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და ის საკითხები, რომელიც საერთო ინტერესებს უკავშირდება“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ბჟანიამ.

კრემლის ვებგვერდზე 11 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი-ბჟანიას შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის მიმდინარეობა და პერსპექტივების განხილვა იყო დაგეგმილი.

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

"სანქციები საკმარისი არ არის, რუსეთთან "წითელი ხაზები“ უნდა გავავლოთ" - ემანუელ მაკრონი