ავტორი:

"საქართველოში მაიკ პომპეო ჩადის. ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ მისი ვიზიტისას ნატოს გაფართოების საკითხიც იქნება განხილული" -  რას წერს რუსული გამოცემა პუტინ-ბჟანიას შეხვედრაზე

"საქართველოში მაიკ პომპეო ჩადის. ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ მისი ვიზიტისას ნატოს გაფართოების საკითხიც იქნება განხილული" -  რას წერს რუსული გამოცემა პუტინ-ბჟანიას შეხვედრაზე

რუსულმა გაზეთმა "იზვესტიამ“ («Известия») გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ფონზე (12 ნოემბერს, სოჭში) რუსულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხებია განხილული. პუბლიკაციის სათაურია: "მაშველი რგოლი: რატომაა მნიშვნელოვანი მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთობა" (ავტორი - დიმიტრი ლარუ).

შეხვედრაზე, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, "პუტინმა და ბჟანიამ განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის პერსპექტივები, 2014 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების რეალიზაციისა და საგარეო პოლიტიკური კოორდინაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები“.

"კორონავირსუსი ეპოქაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცოტა ვინმეს თუ ხვდება, მასთან ვიზიტები მაქსიმალურად შეზღუდულია. და ამ ფონზე ვლადიმირ პუტინს ხვდება ასლან ბჟანია, რომელიც აფხაზეთის პრეზიდენტად აპრილში აირჩიეს. მოკლედ, ეს ფაქტი შეიძლება სენსაციადაც ჩაითვალოს.

მოსკოვს კორონავირუსთან დაკავშირებით მაინცდამაინც იოლი დღეები არ უდგას. რთული ვითარებაა აფხაზეთშიც. როგორც ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, გუდაუთის საავადმყოფოში რუსი ექიმები მუშაობენ, რომლებმაც რესპუბლიკაში 4,8 ათასი ინფიცირებული გამოავლინეს და მათ მკურნალობენ. თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთს განზრახული აქვს სრულად შეასრულოს თავისი ვალდებულებები რუსეთთან მიმართებაში. მან ვლადიმირ პუტინი აფხაზეთში მიიწვია.

რუსეთი აფხაზეთისთვის მთავარ პარტნიორად რჩება: მისი ეკონომიკის 70% რუსეთთანაა დაკავშირებული - ეს ვლადიმირ პუტინის სიტყვებია. მისივე თქმით, აფხაზეთში ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. რუსეთიდან აფხაზეთში შედის საკვები პროდუქტები, მინერალური მასალები, ნავთობპროდუქტები, ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქცია, მანქანები და სხვადასხვა მოწყობილობები, ხოლო აფხაზეთიდან რუსეთში - ხილ-ბოსტნეული, ღვინის პროდუქცია", - ვკითხულობთ სტატიაში.

ვლადიმირ პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრას კომენტარს უკეთებს რუსი ექსპერტი აჯარ ქურთოვი:

"შავიზღვისპირა აფხაზეთი, რომელსაც საკუთარი ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად ფინანსური საშუალებები არ აქვს, რუსი ინვესტორისათვის საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს. ეკონომიკური თანამშრომლობისათვის შესაძლებლობები საკმაოდ დიდია. ტურისტული ბიზნესი მხოლოდ სასტუმროები და პლაჟები არ არის, ეს სატრანსპორტო და აგრარული ინფრასტრუქტურის განვითარებასაც ნიშნავს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

რაც შეეხება აფხაზეთის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, დღეისათვის სოხუმი აქტიურ საერთაშორისო მოთამაშეს არ წარმოადგენს, გასაგები მიზეზების გამო, თუმცა მას მჭიდრო სამხედრო კავშირები აქვს რუსეთთან.

"ბუნებრივია, მოსკოვთან სამოკავშირეო ურთიერთობა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე, აფხაზეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია“, - ამბობს დსთ-ის ინსტიტუტის თანამშრომელი, პოლიტოლოგი ვლადიმირ ევსეევი, - აფხაზეთს რუსეთისათვის რაიმე დიდი დახმარების გაწევა არ შეუძლია, მაგრამ მის ტერიტორიას დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, საქართველოს ნატოში სწრაფვასთან გათვალისწინებით. თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, მაშინ სამომავლოდ მის ტერიტორიაზე მძლავრი სამხედრო ინფრასტრუქტურა გაჩნდება. სხვათა შორის, საქართველოში 17 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩადის და ეჭვი არავის უნდა შეეპაროს იმაში, რომ მისი შეხვედრის დროს საქართველოს ხელმძღვანელობასთან სამხედრო ბლოკის გაფართოების საკითხიც იქნება განხილული. ამიერკავკასიაში ნატოს ბაზების გაჩენას კი რუსეთი თავისი ყოფნის გაძლიერებით უპასუხებს. ამჯამად აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაა დისლოცირებული (გუდაუთაში)".

ექსპერტის თქმით, რუსეთს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია აფხაზეთში თავისი დაჯგუფება სწრაფად გააძლიეროს. მოქმედებს სოჭი-სოხუმის რკინიგზა, რომლის მეშვეობითაც მძიმე სამხედრო ტექნიკის გადასროლა ოპერატიულად განხორციელდება. "თუმცა მთავარი ამოცანა მაინც რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო ძალების ოპერატიულ ურთიერთშეთავსებაში მდგომარეობს, აუცილებელია რეგულარულად ტარდებოდეს ერთობლივი სწავლებები, რათა აფხაზი კოლეგები სამხედრო ცოდნას უკეთ დაეუფლონ“, - ასკვნის ექსპერტი. წყარო

სიმონ კილაძე

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

"სანქციები საკმარისი არ არის, რუსეთთან "წითელი ხაზები“ უნდა გავავლოთ" - ემანუელ მაკრონი