ავტორი:

"ახლა მე გიორგის ოჯახის პოზიციას ვახმოვანებ..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი არასრულწლოვნებთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენის შემდეგ

"ახლა მე გიორგის ოჯახის პოზიციას ვახმოვანებ..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი არასრულწლოვნებთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენის შემდეგ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი პირების საქმის განხილვა და ბრალდებულები: ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. მოსამართლე მაია ოშხარელმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და იგი უკვე 20 ნოემბერს, 14:00 საათზე გამოაცხადებს, თუ რამდენ წელს მიუსჯის თითოეულ ბრალდებულს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, ლაშა შერმადინს, ნიკოლოზ ცუცქირიძესა და გიორგი მერაბიშვილს ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, აკაკი ქვრივიშვილს, ნიკოლოზ ქანაშვილს და ზ.ხ.-ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ზ.ხ.-ს და აკაკი ქვრივიშვილს ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან, რაც დაზარალებულ გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

როგორც შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, ის გამამტყუნებელ ვერდიქტს ელოდებოდა.

მირიან ნიკოლაძე:

- კონკრეტულად, სანქციები იქნება 20 ნოემბერს და მაშინ გახდება ცნობილი, ვის რა სასჯელს გამოუტანს მოსამართლე. მთავარი ის არის, რასაც ველოდით ისე მოხდა ყველაფერი და დაკავებული პირები ყველაფერში გამტყუნდნენ. შესაბამისად სასამართლო აღმოჩნდა ობიექტური, რაშიც დარწმუნებულები ვიყავით და ამის მოლოდინი გვქონდა. საქმეში მტკიცებულებები საკმარისზე მეტია მათი ბრალეულობის დასამტკიცებლად და სასამართლოც ობიექტურია. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და ახლა მე გიორგის ოჯახის პოზიციას ვახმოვანებ.

- სასჯელებთან დაკავშირებთ რა მოლოდინი გაქვთ?

- საქმე სპეციფიურია, რადგან ის ეხება არასრულწლოვნებს. როცა სასჯელს მიუსჯის მოსამართლე, ეს სასჯელი ერთი მეოთხედით უნდა შემცირდეს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე. განაჩენი გამომდინარეობს მათი დახასიათებებიდან გამომდინარე და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს სასამართლო და იქიდან გამომდინარე იმსჯელებს. მაქვს მოლოდინი, რომ სასჯელის გამოტანის დროს მოსამართლე გაითვალისწინებს იმას, რომ არ აღიარებენ ისინი დანაშაულს. ხელს არ უწყობდნენ გამოძიებას და არ ჰქონდათ სინანულის განცდა.

- ცნობილია ისიც, რომ სამ პირს, რომლებსაც აგარაკში მომხდარ ინციდენტში ედება ბრალი და დაანშაულს აღიარებს, შესაძლოა საპროცესო გაუფორმოს პროკურატურამ, ამაზე თქვენი მხარის პოზიცია რა იქნება?

- როგორც ვიცი, ჯერ არ შემდგარა საპროცესო შეთანხმება. ჩვენ პროკურატურა დაგვიკავშირდა და გვთხოვეს ჩვენი, ოჯახის პოზიციის დაფიქსირება. პასუხი ოფიციალურად არ წარგვიდგენია, შევჯერდებით და წარვადგენთ ჩვენს პოზიციას პროკურატურაში, რაც თქვენც რამდენიმე დღეში გეცნობებათ. დარწმუნებულები ვართ იმაშიც, რომ სხვა ეპიზოდებშიც ანალოგიურად ყველა დამნაშავე პირი მიეცემა პასუხისგებაში და ყველა საკადრისად აგებს პასუხს უდანაშაულო ბიჭის მკვლელობისთვის.

შეგახსენებთ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანი იყო, ამჟამად კი, ყველა მათგანი, ზ.ხ.-ს გარდა, სრულწლოვანია. სასამართლოს განაჩენს ელოდებიან შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულები.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ

კომისიური ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო - პროკურატურა

"დაჭრილი მიშო რომ მიჰყავდათ, გიორგის მამისთვის ბანკის ბარათები მიუცია: ფული გამოიყენე, ძმა გადამირჩინეო" - რას ყვებიან ძმის მკვლელობაში ბრალდებულზე ადვოკატი და ნათესავი