ავტორი:

"ან ბიულეტენების მეტობა გვაქვს, ან - ნაკლებობა - ეს საციხო საქმეა ქალბატონო თამარ!" - გიორგი კანდელაკი თამარ ჟვანიას

"ან ბიულეტენების მეტობა გვაქვს, ან - ნაკლებობა - ეს საციხო საქმეა ქალბატონო თამარ!" - გიორგი კანდელაკი თამარ ჟვანიას

როგორ შეიძლება, რომ მთელს ქვეყანაში, ყველა უბნების 53%-ში, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში არ დგებოდეს ბალანსი. გვაქვს ან ბიულეტენების მეტობა, რაც არის ჩაყრის მტკიცებულება, ან ბიულეტენების ნაკლებობა, ეს საციხო საქმეა ქალბატონო თამარ! , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გადათვლის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მიერ დაფიქსირებული 600 სარჩელიდან დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი.

"ათასობით ამომრჩეველს უცებ გაუჩნდა სურვილი, რომ ჯიბეში ჩაიდოს ბიულეტენი და სახლში წაიღოს კედელზე ჩამოსაკიდად? ეს ადამიანური შეცდომით ვერ აიხსნება. როგორ აიხსნება ის, რომ ოპოზიციის ნამდვილი ბიულეტენები აღმოჩნდა შერეული გადასაყრელ ბიულეტენებში, რომელიც კანონის თანახმად ილუქება ყუთის გახსნამდე და თუ გახსნამდე არ დაილუქა და ნამდვილი ბიულეტენები შეერია გადასაყრელ ბიულეტენებს, ეს არის საციხე საქმე იმიტომ, რომ თქვენი მითითებით მოხდა ეს.

ქვეყნის მასშტაბით 206 უბანზე არის მეტობა, რაც არის ჩაყრის მტკიცებულება. 104 უბანია ისეთი, სადაც 5-მა ყველაზე მეტი ხმების ამღებმა ოპოზიციურმა პარტიამ აიღო ან ნული, ან ერთი ხმა. ეს სტატისტიკურად შეუძლებელია და ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს. ევროპული საქართველოს 600 სარჩელიდან გადათვლის შესახებ დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი და იმ ერთშიც კი კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ მხოლოდ ბიულეტენებს ითვლიდა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის დოღი და საციხო ამბავია“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელი ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. მათ შორისაა "ევროპული საქართველოს" მიერ გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმები. ისინი 30 ოქმის ბათილად ცნობას ითხოვენ.

დღევანდელ სხდომას ესწრებიან: ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი, ოთარ კახიძე და გიორგი კანდელაკი.

დონარა კინწურაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა - "პირველი თაობა მიდის..."

"ISFED, მორალურ დისკომფორტს არ გიქმნით ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მეუღლე რომ თქვენი თანამშრომელია?" - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი

საქართველოში კორონავირუსის 3907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით