ავტორი:

"მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს...არამგონია, რუსეთში დარჩეს..." - რას ყვება ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მამა

"მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს...არამგონია, რუსეთში დარჩეს..." - რას ყვება ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მამა

საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევი ნახევარმცველი, რუსეთის პრემიერ-ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (2019-20 წ.) - ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის 7 ივნისს შედგა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის წინააღმდეგ. სულ ცოტა ხნის წინ, 2020 წლის 14 ოქტომბერს კი ერთა ლიგაზე, მან თავისი პირველი გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რის შემდეგაც შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა და... სოციალური ქსელები კვარაცხელიას გვარმა და გახარებული გულშემატკივრების ოვაციებმა ააჭრელა...

ხვიჩას მამა, თავადაც პროფესიონალი ფეხბურთელი - ბადრი კვარაცხელია შვილის კარიერაზე გვესაუბრება. მისი აზრით, ფეხბურთელი არასდროს უნდა იყოს კმაყოფილი საკუთარი თამაშით და მუდმივად ვითარდებოდეს, ხვიჩასაც დიდ მიზნებამდე დიდი გზა აქვს გასავლელი...

ბადრი კვარაცხელია:

- სიარული დაიწყო თუ არა, ბურთი სულ თან ჰქონდა (იცინის). მე ბაქოში ვმუშაობდი და პირველად, სწორედ იქ მივიყვანე ხვიჩა ფეხბურთზე, პატარების გუნდში 7-8 წლის ბავშვებთან ერთად ვარჯიშობდა, თვითონ 5-6 წლის გახლდათ. მერე უკვე იყო თბილისი: "ოლიმპიკი", "ავაზა", "დინამო" და ა.შ. ძალიან შრომისმოყვარე ბავშვი დღეში 2-3-ჯერ ვარჯიშობდა. დილით ადრე, 6:00 საათზე "დინამოს" ბაზაზე ვარჯიშზე მიდიოდა, 9:00-ზე კი - სკოლაში. 10-12 წლის ბავშვისთვის ეს იოლი არ არის.

- როგორც მამა, მისი შედეგებით კმაყოფილი ხართ? როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, რაიმე რჩევებს თუ აძლევთ? მისი "მთავარი მწვრთნელი" ცხოვრებაში, ალბათ, ყოველთვის თქვენ იყავით.

- სიმართლე გითხრათ, ახლა მაინცდამაინც არ ვერევი. პატარა რომ იყო და მერეც, 15-16 წლის, დავსხდებოდით და ყველაფერს განვიხილავდით, რა შეცდომები ჰქონდა და რა უნდა გამოესწორებინა, ახლა უკვე გამოცდილი, პროფესიონალი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ჰყავს, ვინც უკეთეს რჩევებს მისცემს, თუ საჭირო იქნება. მე არ მინდა, ჩავერიო. ჯობია, ერთ მწვრთნელს დაუჯეროს, შეცდომები მან გააანალიზებინოს, მიუთითოს. ხვიჩა ძალიან კმაყოფილია მასთან მუშაობით.

- თქვენი შვილის ბოლოდროინდელ თამაშებს როგორ შეაფასებთ?

- შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ საკმაოდ თვითკრიტიკულია, არასდროსაა კმაყოფილი თამაშით და უნდა, რომ მეტი გააკეთოს. წინსვლისა და პროფესიული ზრდისთვის, ეს კარგია და მეც ვეთანხმები, მეტი შეუძლია, მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს, მეტი უნდა მოინდომოს. ფეხბურთელი თუ თავისი თამაშით კმაყოფილი იქნება, ეს მისთვის ცუდია. ხვიჩას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. წამყვანი ფეხბურთელი რომ გახდება და დიდ გუნდში ითამაშებს, მაშინ ვიქნები კმაყოფილი. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა.

- სპორტსმენის ცხოვრება, ყოველდღიური რეჟიმი საკმაოდ რთულია, ბევრი რამის შეზღუდვა და უარის თქმა უწევს, თუნდაც, კვების მხრივ, მეგობრებთან ერთად წვეულებებზე სიარული და ა.შ.

- ხვიჩას იმდენად უნდა, ფეხბურთი კარგად ითამაშოს, რომ ეს ყველაფერი გაცნობიერებული აქვს და ძალიან დისციპლინირებულია. თუმცა, ყველაფერზე არ ამბობს უარს და თავის სამეგობროსთან ერთად, მაინც ახერხებს სიარულს, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. სათამაშო დისციპლინას, რეჟიმს არ დაარღვევს, გამორიცხულია!

- ფეხბურთელობის გარდა, რაიმე სხვა პროფესიის არჩევაზე ოდესმე უფიქრია?

- არა, მისი არჩევანი ყოველთვის ეს იყო - ფეხბურთი და ფეხბურთი! გაკვეთილების სწავლას როგორც კი მორჩებოდა, ვარჯიში თუ არ ჰქონდა, ეზოში ფეხბურთს თამაშობდა. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზეც ფიქრობს, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხა, რადგან დრო არ ჰქონდა - მოგეხსენებათ, როგორია სპორტსმენის ცხოვრება. რუსეთში რომ ჩააბაროს, რუსული ენა არ იცის ასე კარგად, ვნახოთ, რას გადაწყვეტს მერე. არამგონია, რუსეთში დარჩეს...განაგრძეთ კითხვა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსფერების ვებ-გვერდზე Transfermarkt.com კვარაცხელია, ყველაზე ნახვად ფეხბურთელებში 1-ელ ადგილზეა

"მე მართლა ძალიან მიყვარს ეს განცდა" - რას წერს "ინსტაგრამზე" ხვიჩა კვარაცხელია ესპანელებისთვის გოლის გატანის შემდეგ

"ფეხბურთის მაგია და ქართველი ჟურნალისტის სრული სიგიჟე თავისი ქვეყნის გოლზე" - რა ამაღელვებელ კადრებს აქვეყნებს ესპანური გამოცემა დინამო არენადან