ავტორი:

"ფეხბურთის მაგია და ქართველი ჟურნალისტის სრული სიგიჟე თავისი ქვეყნის გოლზე" - რა ამაღელვებელ კადრებს აქვეყნებს ესპანური გამოცემა დინამო არენადან

"ფეხბურთის მაგია და ქართველი ჟურნალისტის სრული სიგიჟე თავისი ქვეყნის გოლზე" - რა ამაღელვებელ კადრებს აქვეყნებს ესპანური გამოცემა დინამო არენადან

დინამო არენაზე საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებამ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი, მართალია, კვლავ იმედგაცრუებული დატოვა, თუმცა ქართველი ფეხბურთელების თამაშით საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც კმაყოფილი დარჩა.

თამაში ანგარიშით 1-2, ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა. ქართველების მხრიდან ერთადერთი გოლი, ყველაზე იმედის მომცემმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

ესპანურ გამოცემებში აღნიშნული თამაშის შესახებ არაერთი სტატია დაიწერა. ესპანელებმა საქები სიტყვები არ დაიშურეს ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაც და მათ არც ქართველთა ემოციური ქომაგობა დარჩენიათ ყურადღების მიღმა.

გამოცემა As.com აქვეყნებს ვიდეოს, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ემოციურად აღნიშნავს კვარაცხელიას გოლს ტრიბუნიდან ერთ-ერთი ქომაგი:

"ეს არის ფეხბურთის მაგია. ქართველი ჟურნალისტის სრული სიგიჟე თავისი ქვეყნის გოლზე", - წერს გამოცემა.

ნახეთ ვიდეო

ზურაბ დათუნაშვილმა დავით ჩაკვეტაძე დაამარცხა და ტოკიოს საგზური მოიპოვა

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე პირველი დამსვენებლები გამოჩდნენ - ტურისტული სეზონი დაიწყო (ფოტოები)

ღალატი და წლების შემდეგ გამჟღავნებული ძალადობის ფაქტები...  - ცნობილი ქართველი წყვილები, რომლებიც სკანდალურად დაშორდნენ