ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შესაძლოა, ალექსანდრე კვიტაშვილი გახდეს.
ამასთან, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ თსუ-ის აკადემიურ საბჭოში, თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსს" საბჭოს წევრმა, ფრიდონ თოდუამ განუცხადა, დღეს თსუ-ის აკადემიური საბჭოს სხდომაა დანიშნული.
კვიტაშვილის შესაძლო რექტორობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც ჯანდაცვის სამინისტროში, მაგრამ ცნობილია, რომ კვიტაშვილი დღეს, 17.00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.