ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზაზა სინაურიძის კანდიდატურა განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი შესაძლოა, საკრებულოს წევრმა, ზაზა სინაურიძემ ჩაიბაროს.
სანდო წყაროს ინფორმაციით, ჯანდაცვის ახლანდელმა მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. იგი შესაძლოა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს.
ამასთან, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ თსუ-ის აკადემიურ საბჭოში, თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსს" საბჭოს წევრმა, ფრიდონ თოდუამ განუცხადა, დღეისთვის თსუ-ის აკადემიური საბჭოს სხდომაა დანიშნული.
კვიტაშვილის თანამდებობიდან წასვლისა და შესაძლო რექტორობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც ჯანდაცვის სამინისტროში, მაგრამ ცნობილია, რომ კვიტაშვილი დღეს, 17.00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.