ავტორი:

ვინ არიან ჟურნალისტები, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ

ვინ არიან ჟურნალისტები, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე, ექიმებთან ერთად, ჟურნალისტებიც იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც დაინფიცირების რისკის ქვეშ მუშაობდნენ. გაზაფხული-ზაფხული ქვეყანამ მშვიდობიანად გადაიტანა, მაგრამ შემოდგომაზე ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. დაინფიცირდნენ ჟურნალისტებიც.

კორონავირუსი გადაიტანეს ჟურნალისტებმა და ტელეწამყვანებმა - ვიკა ბუკიამ, თიკა ფაცაცია, თეონა ცხომელიძემ, ზურა ბალანჩივაძემ. თიკა გახლდათ კოლეგებს შორის პირველი, რომელმაც ვერაგი ვირუსი სახლის პირობებში დაამარცხა.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა მანიკა ასათიანს, ის, ამ ეტაპზე, სახლში გადის მკურნალობას.

.

კორონავირუსი დაუდგინდა "ინტერპრესნიუსის" რეგიონალურ ჟურნალიტს ია თინიკაშვილს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, იას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სუნთქვის პრობლემები აწუხებს.

სახლში ებრძვის კორონავირუსს "იმედის“ კიდევ ერთი ჟურნალისტი ეკა ამირეჯიბი. "როდესაც გავიგე, რომ კოვიდდადებითი ვიყავი, დაჟინებით და უსინდისოდ ვამეორებინებდი სატელეფონო ხაზს იქით ერთი და იგივეს. რაც არ უნდა კარგად იცოდე "უსიმპტომობის" ფენომენზე, მაინც ვერ იჯერებ საკუთარ თავზე, მითუმეტეს, როცა სრულიად ჩვეულებრივად გრძნობ თავს. იმედია, ასევე მშვიდად გავივლი დანარჩენ დღეებსაც. მე როგორ ვიცავდი წესებს, ამით, მოდი, თავს არ გამოვიდებ, კი იცის განგებამ...“ - წერს ეკა სოციალურ ქსელში.

კორონავირუსი დაუდასტურდა "ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას.

"ხვალინდელ სტატისტიკას ერთი ციფრი ჩემს გამო დაემატება... შემოგიერთდით კოვიდინფიცირებულებს“ - წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდათ "მთავარი არხის“ ორ ჟურნალისტს - ეკა გაგუასა და გიორგი გაბუნიას. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია.

უკვე რამდენიმე დღეა "ფორმულას“ წამყვანი რუსკა ქარქაშაძე კორონავირუსს, ოჯახის ყველა წევრთან ერთად, სახლის პირობებში ებრძვის. თვითიზოლაციაში არიან მისი თანაწამყვანებიც.

ქართველების წარმატება ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე - ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალში, ტატო გრიგალაშვილი კი ფინალშია

"ისეთი ყაჩაღები და ისეთი მგლების ხროვაა, რომ არავინ არაფერს გაპატიებს.." - "ლანჩხუთის" მწვრთნელმა ფეხბურთელ გოგონებს ცეკვა მიუძღვნა

ქერემ ბურსინი: თურქი ვარსკვლავი, რომელიც ქალების უფლებებისთვის იბრძვის - როგორ ცხოვრობს და ვისთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა ქართველი თინეიჯერების ფავორიტ მსახიობს