ავტორი:

"ამაზრზენია მხცოვანი და დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან საჯაროდ ღლიცინებდე" - რას წერს გიორგი კეკელიძე "ფეისბუქზე"

"ამაზრზენია მხცოვანი და დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან საჯაროდ ღლიცინებდე" - რას წერს გიორგი კეკელიძე "ფეისბუქზე"

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის დაინფიცირების ფაქტს ეხმაურება. როგორც ის წერს, მისთვის მიუღებელია, რომ ასეთ დროს საზოგადოების გარკვეული ნაწილი "დაავადებული ადამიანზე საჯაროდ ღლიცინებდეს".

"კარგ მოქალაქედ ყოფნის საუკეთესო ნიშანი და აუცილებელი ძალა (ხშირად თუნდაც ნაძალადევად შეძენილი) - საზღვრის შემჩნევაა. ვიღაცისთვის ეს რთული გზაა, მაგრამ მთავარმა კაცმა ხომ აქაც დაგვიბარა - ,,რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა".

შეიძლება არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მძაფრადაც აკრიტიკებდე - მეტიც, თუ საჭიროებაა, ეს შენი ვალია კიდეც - მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი და ამაზრზენია მხცოვანი და უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან საჯაროდ ღლიცინებდე. წარმოუდგენელი და ამაზრზენი.

ბატონ ცერცვაძეს და ცხადია, სხვა დანარჩენ, ათასობით პაციენტს, უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ" - წერს კეკელიძე.

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა. ინფიცირებულია მისი მეუღლეც. ორივე მათგანი სახლში მკურნალობს.

"ორივეს გვაქვს მინიმალური სიმპტომები. ვიმყოფებით იზოლაციაში და ვმკურნალობთ სახლის პირობებში. მე ჩემი მეუღლისგან დავინფიცირდი. თენგიზს კი იმდენი წყარო ჰყავს დაინფიცირების, ამის დადგენა შეუძლებელია. ინფექციური საავადმყოფო მოგაწვდით პერიოდულად ინფორმაციას ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ"- განაცხადა ანა თოფურიამ AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

"მჯერა, მალე დავამარცხებთ ამ განსაცდელს, რომელიც გვაძლიერებს!" - როგორ აღნიშნა დაბადების დღე ხათუნა ჟორდანიამ და როგორ ულოცავენ ოჯახის წევრები

ანა შელია და ლაშა ლომიძე მშობლების ამპლუაში - მორაგბისა და მოდელის ოჯახური ფოტოები

"სად იყო ვაქცინა და დაჩიპვა მე რომ დეიდაჩემი მაკონტროლებდა?!" - ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ვაქცინა Live-ში გაიკეთა, რასაც კრიტიკა მოჰყვა