ავტორი:

"ხშირად გადმოსცემენ პრესითა და ტელევიზიით, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა გარდაუვალია - უნდა გავაძლიეროთ ლოცვა" - პატრიარქის ქადაგება

"ხშირად გადმოსცემენ პრესითა და ტელევიზიით, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა გარდაუვალია - უნდა გავაძლიეროთ ლოცვა" - პატრიარქის ქადაგება

"ხშირად საუბრობენ, გადმოსცემენ პრესითა და ტელევიზიით, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა გარდაუვალია" - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის 16 მარტის ქადაგებაში, რომელსაც "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს.

პატრიარქი ქადაგებაში საზოგადოებას დიდი მარხვის დასაწყისს ულოცავს.

"ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას. მრავალი განსაცდელი გვხვდება ჩვენ – ავადმყოფობა, ნაკლებობა. არ უნდა შეგეშინდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უკანასკნელ ჟამს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი ძალა იგრძნობს თავის დასასრულს და გააძლიერებს ბრძოლას მორწმუნე ადამიანების წინააღმდეგ, მაგრამ, ღვთის მადლი და ძალა იმდენად დიდი და ძლიერია, რომ ვერაფერს გახდება.

ხშირად საუბრობენ, გადმოსცემენ პრესითა და ტელევიზიით, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა გარდაუვალია. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გაჭირვებული ადამიანების დახმარება და ბოროტი ძალა უძლური იქნება. ამის შესახებ კარგად აქვს ნათქვამი პავლე მოციქულს. პავლე მოციქული სწერს ეპისტოლეს მოციქულ ტიმოთეს და მინდა, ახლა წავიკითხოთ ამ ეპისტოლის ერთი თავი. კარგად დავაკვირდეთ და შინაც წაიკითხეთ. აქ ბევრი საიდუმლო იქნება ახსნილი ჩვენთვის. ახლა მოვისმინოთ ეპისტოლე პავლე მოციქულისა ტიმოთეს მიმართ II, მე-3 თავი:

"ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშჳდებელ, კეთილის მოძულე, შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე.

აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე. რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად. ვითარცა-იგი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს, ეგრეთცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა, კაცნი განხრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი სარწმუნოებითა. გარნა არა წარემატნენ უფროჲს, რამეთუ უგუნურებაჲ მათი ცხად იყოს ყოველთადა, ვითარცა-იგი მათი იყო.

ხოლო შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, გულს-მოდგინებასა, სარწმუნებასა, სულგრძელებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, დევნულებათა, ვნებათა, რაოდენი შემემთხჳა მე ანტიოქიას შინა, იკონიას, ლუსტრას; რაოდენნი დევნანი დავითმინენ, და ყოველთაგან მიჴსნა მე უფალმან. და ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნენ. ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ, აცთუნებდენ და სცთებოდიან. ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი, ვისგან გისწავიეს; და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი, რომელნი შემძლებელ არიან განბრძნობად შენდა ცხორებისათჳს სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.

ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ“. ეს ყველაფერი წერია ახალ აღთქმაში. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ბრძოლა მძიმე იქნება მორწმუნე ადამიანებისთვის, მაგრამ ღვთის ძალა და მადლი არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ბოროტმა გაიმარჯვოს. ჩვენ მივეცით ლოცვა-კურთხევა ჩვენს სამღვდელოებას, მთელ საქართველოს, რომ ყოველდღე ტაძარში შეასრულონ მცირე აიაზმის წესი. მცირე აიაზმის კურთხევის შემდეგ სამღვდელოება ასხურებს ნაკურთხ წყალს თავის სახლებს, თავის შვილებს, ოჯახს და ბოროტი აღარ მიეკარება მათ. ღმერთმა ძალა მოგცეთ. ღმერთმა ძალა და მადლი მოგვცეს!" - ნათქვამია ქადაგებაში.

გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს

"გულგატეხილი მხედართმთავარი სიცოცხლეში ალბათ, ვერც იოცნებებდა სამშობლოში ასეთ დაბრუნებაზე" - პატრიარქი

ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - “თქვენს განსაკუთრებულ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მსურს, მოგილოცოთ"