ავტორი:

"ცოტა ვისაუბრეთ არჩევნებზე, კითხვა დასვა სასამართლოში არსებულ კლანზე, ინფორმირებულია და სჯერა, რომ კლანი არსებობს" - NGO-ის წარმომადგენლები პომპეოსთან შეხვედრაზე

"ცოტა ვისაუბრეთ არჩევნებზე, კითხვა დასვა სასამართლოში არსებულ კლანზე, ინფორმირებულია და სჯერა, რომ კლანი არსებობს" - NGO-ის წარმომადგენლები პომპეოსთან შეხვედრაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამების მენეჯერის, გია გვილავას განცხადებით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე სასამართლოს საკითხი ორ კონტექსტში იყო განხილული, კერძოდ, სასამართლო, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ხელისუფლების ხელში და სასამართლო, სადაც კორუფციის პატარა ტენდენციები შეინიშნება.

„მან კითხვა დასვა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ, როგორც ჩანს, კარგადაა ინფორმირებული და სჯერა, რომ კლანი არსებობს. ეს ძალიან ცუდი ამბავია მიხეილ ჩინჩალაძისთვის და ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ გავაძლიეროთ ადვოკატირება“, - განაცხადა გია გვილავამ.

მისივე თქმით, აშშ-ის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრაზე არჩევნები განხილვის თემა არ ყოფილა.

„მხოლოდ სასამართლოზე იყო საუბარი და იმ მდგომარეობაზე, რაც გვაქვს. გარდა სისტემური პრობლემებისა, საუბარი იყო კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც სახელმწიფო მდივანს მოვახსენეთ. ეს იყო კარტოგრაფების საქმე, ანაკლიის პორტის საქმე, „ფილიპ მორისის“ საქმე, სადაც სავარაუდოდ, დიდი მასშტაბის კორუფცია იყო და ის ხალხი, ვინც ამ საქმეების შემოქმედია, რა მეთოდებით წინაურდება და როგორი მეთოდებით ინიშნებიან სისტემაში. ყველა გახმაურებულ საქმეზე და პროცესზე, რომელიც ქართულ მართლმსაჯულების სისტემას უკავშირდება და ყველა უბედურებაზე, რაც სისტემას სჭირს, ვისაუბრეთ. ასევე ვისაუბრეთ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს მართლმსაჯულებას საქართველოში“, - აღნშნა გია გვილავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"უფლებები საქართველოს" წარმომადგენელმა კახა წიქარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ განხილვის მთავარი თემა იყო სასამართლოში არსებული პრობლემა.

"ანუ ის, რომ სასამართლო ხელისუფლება არ არის კარგ მდგომარეობაში და ეს გახდა ძალიან დიდი პრობლემა, ვინაიდან ჩვენ გვყავს უვადოდ დანიშნული მოსამართლეები და 30 წლით დაკანონებული სისტემა, რომელიც არის არასწორად ნაშენები, არის მახინჯი სისტემა, რაც მემკვიდრეობით მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან და ჩვენ დავაკანონეთ. ეს არის ძალიან ძნელი შესაცვლელი და პოლიტიკური ნება სჭირდებათ. ძალიან ცოტა ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით, კერძოდ საარჩევნო დავებზე, თუ როგორ იქცევა სასამართლო ხშირად მიკერძოებულად. მისი მხრიდან იყო შეკითხვები სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს იყო ზოგადი ხასიათის შეკითხვები და ჩვენ ჩვენი ინფორმაცია, ცოდნა და შეხედულებები მივაწოდეთ. ძირითადი ფოკუსი მაინც სასამართლოზე იყო. არ გვისაუბრია არჩევნების გაყალბებაზე, შეხვედრის თემა იყო კანონის უზენაესობა და სასამართლო ხელისუფლება. არ შევხებივართ უმცირესობების უფლებებს, პატიმრების უფლებების და ა.შ. სულ ნახევარი საათი იყო შეხვედრა. ვესწრებოდით 6 არასამართავრობო ორგანიზაცია.

რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, კარტოგრაფების საქმე და ანაკლიის პორტის საკითხი დაისვა როგორც მაგალითი, თუ როგორ ვერ დაიჭირა სასამართლომ ნეიტრალური პოზიცია", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

შეხვედრის მოდერატორი აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იყო. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და პროტოკოლით 35 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ცნობისთვის, მაიკ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა. ის თბილისს გუშინ ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრები დღეს გამართა. კერძოდ, სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და საქართველოში ვიზიტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს შემდეგ ისრაელს ეწვევა.

"გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში რამდენიმე თვეში შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას" - პრემიერი

"როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ" - კარლ ჰარცელი

იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს