ავტორი:

"როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ" - კარლ ჰარცელი

"როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ" - კარლ ჰარცელი

მიმდინარე კვირა საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმით დაიწყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სადაც მე ვიგრძენი, რომ იმ დღეებში იყო გადაჭარბებული ზეწოლა პარლამენტის კონკრეტულ წევრებზე, რათა მათ მიეღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო კარის დახურვის პროცესის დაწყებას იმ შეთანხმების მიღწევაზე მუშაობისას, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი და ვაგრძელებ ბრძოლას,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა მიმდინარე კვირის პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხება.

მან მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ორი საკანონმდებლო ცვლილებაც განიხილა, რომელიც ერთი მხრივ პარტიების დაფინანსებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერებას ეხება. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა, ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პარტიისკენ არის მიმართული და ეს მსგავსი კანონები ყოველთვის აჩენს კითხვის ნიშნებს.

„მინდა შევაჯამო გასული კვირის პოლიტიკური მოვლენები, უფრო კონკრეტულად კი ის, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს უკავშირდება. როგორც იცით, მიმდინარე კვირა საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმით დაიწყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სადაც მე ვიგრძენი, რომ იმ დღეებში იყო გადაჭარბებული ზეწოლა პარლამენტის კონკრეტულ წევრებზე, რათა მათ მიეღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, რამაც, საბოლოოდ, ხელი შეუწყო კარის დახურვის პროცესის დაწყებას იმ შეთანხმების მიღწევაზე მუშაობისას, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი და ვაგრძელებ ბრძოლას.

ამას მოჰყვა, როგორც უკვე იცით, ორი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა მმართველი პარტიის მხრიდან. ერთი ინიციატივა ეხება საარჩევნო სუბიექტებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საკითხს და მეორე - პარტიების დაფინანსებას. მსურს განვაცხადო, რომ ეს ინიციატივებიც, ასევე, ვერ ეხმარება მიმდინარე მოლპარაკების პროცესს, ის იწვევს გარკვეულ შეშფოთებას ჩემში, გულწრფელი რომ ვიყო. რომ დავიწყოთ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა ვთქვა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ინიციატივას აქვს ძალიან ცხადი მიმართულება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიისკენ. ვფიქრობ, რომ ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესად დღის წესრიგშია კანონი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ სახის კანონებს ექნება უფრო ფართო გამოძახილი, რომელზეც ყველა უნდა დაფიქრდეს თუ რა მნიშვნელობა ექნება მას პარტიებისთვის მომავალში,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ იმ პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაში, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, არის გარკვეული ლოგიკა, თუმცა აქ უფრო ფართო განხილვას საჭიროებს ის საკითხი, თუ რას ნიშნავს პარტიები დემოკრატიაში და პლურალისტური გარემოს შექმნის პროცესში.

"ჩვენ უკვე მოვისმინეთ არგუმენტები ამასთან დაკავშირებით, რომ პარტიას უნდა შეუწყდეს დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ ის არ შევა პარლამენტში, აქ არის გარკვეული ლოგიკა, შეიძლება იყოს მხედველობაში მიღებული, რომ დაფინანსება უნდა მიიღოს პარტიამ, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა და აიღებს პასუხისმგებლობას, როგორც პარლამენტის წევრი, მაგრამ ფართო მსჯელობაც შეიძლება ამ საკითხზე და აქ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენენ პარტიები დემოკრატიულ პროცესში - ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში სივრცის შევსება და საპარლამენტო მუშაობა.

როდესაც საქმე ეხება ისეთ ქვეყანას, სადაც ჩვენ გვაქვს კანონები, რომლებიც ადგენს უფრო დაბალ ზღვარს პარტიებისთვის, რათა მათ მიიღონ დაფინანსება, ვიდრე ზღვარს, რომ ისინი პარლამენტში მოხვდნენ, თავის მხრივ არის იმის აღიარება, რომ არსებობს პლურალისტული გარემოს შექმნის ინტერესი. ამ შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ ეს კანონი იმსახურებს უფრო ფართო განხილვას, ეს იქნება ფუნდამენტური განხილვა იმისა თუ როგორ ხედავთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და ახლა მე ვერ ვხედავ, რომ არის მომენტი, როდესაც სხვადასხვა მხარე ფოკუსირებას მოახდენს იმაზე, რომ რეალურად დაჯდეს და ჰქონდეს ეს ფართო დისკუსია. სიმართლე გითხრათ, ეს მაწუხებს, რადგან ვხედავ, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს კანონი მიმართულია კონკრეტულ დროსა და ვითარებაზე და არა პარტიების დაფინანსების საკითხის ფართო განხილვაზე,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, როგორც ფასილიტატორი ის ხედავს, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო მეტად შორდებიან ვიდრე უახლოვდებიან და ეს ხდება მაშინ, როდესაც დრო უფრო სწრაფად გადის ვიდრე ოდესმე და კარის დახურვის პროცესი დაწყებულია.

„როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ და ეს ხდება, მაშინ როდესაც დრო მიდის იმაზე სწრაფად, ვიდრე ოდესმე და კარმა დახურვა დაიწყო. ეს ჩემთვის შემაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ვითარება სერიოზულია და ამის გამო ჩემი მოწოდება ყველას მიმართ იქნება, რომ გამოიყენონ მომენტი, რათა შეაფასონ თუ რა გამოსავალი სურთ პასუხისმგებლიან პარტიებს, რომ ამ ვითარებიდან მიიღონ. როგორც ფასილიტატორები, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ერთი მხრივ მოხარული ვარ, რომ მხარეები ჯერ კიდევ გამოთქვამენ მოლაპარაკებების მზაობას, თუმცა ყველა მხარემ ასევე, უნდა გადაწყვიტოს, რაზე უნდა ისაუბროს და როგორ მიაღწიოს შეთანხმებას,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

"არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან?" - ნიკა მელია

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს" - რა წერილი გამოუგზავნეს ევროპარლამენტარებმა არჩილ თალაკვაძეს თეა წულუკიანთან დაკავშირებით