ავტორი:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ესტონეთის დაპირისპირება 0:0 დასრულდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ესტონეთის დაპირისპირება 0:0 დასრულდა

ერთა ლიგის უკანასკნელი ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ამ მატჩს არც ერთი გუნდისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა.

26-ე წუთზე ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი.

საერთო ჯამში საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრე 0:0 დასრულდა.

ტრანსპოსრტის შეზღუდვა, ბარ-რესტორნებისა და სილამაზის სალონების დახურვა - არსებული ინფორმაციით, მომავალი კვირიდან რეგულაციები მკაცრდება

როგორ გამოიყურება სახლი საბურთალოზე, რომელიც 5 მლნ ლარამდე ღირს

"საავადმყოფომდე გონება არ დამიკარგავს... თამოს მივწერე, ჩვენი ტირილი მაშინ მორჩა, როცა გადავრჩით-მეთქი" - ექსკლუზიური ინტერვიუ შატილის ავარიას გადარჩენილ ნატალია თხელიძესთან