ავტორი:

"ჩვენი ტური განწირული იყო თავიდანვე... დამნაშავე უნდა დაისაჯოს! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას!" -  რას წერს შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ხატია დევსურაშვილი

"ჩვენი ტური განწირული იყო თავიდანვე... დამნაშავე უნდა დაისაჯოს! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას!" -  რას წერს შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ხატია დევსურაშვილი

3 თვე გავიდა შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან დატრიალებული ტრაგედიიდან, როდესაც მიკროავტობუსი თითქმის 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ტურისტული ტურის 20 მგზავრიდან 17 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილებს შორის იყო 25 წლის მედეა დევსურაშვილი, რომლის და ხატია, ნატა თხელიძესა და თამუნა არღვლიანთან ერთად, ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა. მან კლინიკა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ხატია "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ იწყებს ბრძოლას დამნაშავის დასასჯელად. ხატიას პოსტზე მონიშნული ჰყავს ნატა თხელიძე და თამუნა არღვლიანიც.

"ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რატომაა რომ სახლი, სადაც მე და ჩემი დები გავიზარდეთ, მოწყენილი, დარდიანი და ცარიელია. მედეა ჩვენთან აღარ ცხოვრობს. ის სრულიად ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე და ხალისიანი გოგო იყო. წელს მაგისტრატურის სტუდენტი გახდა, მასწავლებლობაზე ოცნებობდა, ცოდნას იღრმავებდა მუდმივად, სულ წიგნები ეჭირა ხელში და რისთვის? რატომ არ შეუძლია მას ჩვენს გვერდით ყოფნა და თავისი მიზნებისკენ სწრაფვა: პასუხი ერთია - უპასუხისმგებლო კომპანიის მიერ დაგეგმილი ტური! იმის გამო, რომ თრეველერმა მეტი სარგებლობის მიზნით იქირავა ძველი და გაუმართავი მანქანა, ჩასვა ამ მანქანაში იმაზე მეტი რაოდენობის ადამიანი, ვიდრე შეიძლებოდა, იმის გამო, რომ მანქანა არ ეკუთვნოდა მძღოლს, რომელიც იმ დღეს მართავდა აღნიშნულ ტრანსპორტს - დღეს ჩემი და ცოცხალი აღარ არის, სიცოცხლეს მასთან ერთად გამოემშვიდობა კიდევ 16 ადამიანი და გავმწარდით ასეულობით ადამიანი, გარდაცვლილების ახლობლები, მეგობრები, ნაცნობები თუ უცნობები. ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა და უამრავ კითხვაზე ჯერ პასუხი არ არსებობს. ერთი კი ნათელია: ჩვენი ტური განწირული იყო თავიდანვე, ყველა პირობა შეგვიქმნა კომპანიამ იმისათვის,რომ მგზავრობა ასეთი კატასტროფით დასრულებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ 17 ადამიანის სიცოცხლე შეწყდა, კომპანიას ერთი დღითაც არ შეუწყვეტია მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ანგარიშზე ჩასარიცხი თანხა უფროსმა თავის პირად ანგარიშზე ჩაარიცხინა- ამ საკითხით არ დაინტერესებულა არავინ. დრო აღარ ითმენს! ჩვენ გვინდა პასუხი ყველა კითხვაზე! დამნაშავე უნდა დაისაჯოს! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას!"

"საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ..." - რას წერს "ფეისბუქზე" ნათია მეზვრიშვილი

"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, ის დროა ახლა" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი მამის გარდაცვალების შემდეგ

"ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ..." - ოქრუაშვილის თანაპარტიელის ვიდეომიმართვა, რომელიც მწვავე კრიტიკის შემდეგ "ფეისბუქიდან" წაშალა