ავტორი:

"იგუდება, თუ კლინიკაში არ გადაიყვანეს, ბიძა მომიკვდება" - 52 წლის დავით წეროძის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ

"იგუდება, თუ კლინიკაში არ გადაიყვანეს, ბიძა მომიკვდება" - 52 წლის დავით წეროძის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ

კორონავირუსით ინფიცირებული 52 წლის დავით წეროძის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს დახმარების თხოვნთ მიმართავს. როგორც ისინი ყვებინ, ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა ბოლო დღეებია უკიდურესად დამძიმდა - აქვს მაღალი სიცხე და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

"ფაქტობრივად, იგუდება, თუ კლინიკაში არ გადაიყვანეს, ბიძა მომიკვდება", - ამბობს სალომე ზამბახიძე. მისი თქმით, 12 ნოემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც, დავით წეროძეს ვირუსი დაუდასტურდა, პაციენტის კლინიკაში გადაყვანას უშედეგოდ მოითხოვენ. ოჯახი თბილისში, ვარკეთილში ცხოვრობს.

"თავიდანვე მძიმედ დაეწყო ვირუსი. ჰქონდა მაღალი სიცხეები, სისუსტე და კიდევ არაერთი სხვა სიმპტომი. მაშინაც სჭირდებოდა კლინიკაში გადაყვანა, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღბა. წუხელ ძალიან დამძიმდა. 39-ს გადასცდა ტემპერატურა და დაეწყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა. დავურეკეთ სასწრაფოს და როგორც იქნა, მოვიდნენ. მხოლოდ ჟანგბადის მიწოდება გაუსინჯეს და უთხრეს, რომ მინიმალური ოდენობით მიეწოდებოდა ჟანგბადი. ვთხოვეთ, კლინიკაში გადაეყვანათ, ახლა გვიანაა, ვერ შევძლებთო და წავიდნენ. ეს იყო და ეს. იმდენი საათი ამის გამო ველოდეთ... არც წამალი გამოუწერიათ და არც სხვა რამე რეკომენდაცია მიუციათ. ბიძა მეტროპოლიტენში მუშაობს, იქედან დაინფიცირდა. მასთან ერთად ცხოვრობს მეუღლე და შვილი, რომლებიც ცდილობენ დისტანცია დაიცვან. მათ ჯერ არ აქვთ სიმპტომები, მათთვის ტესტი არ გაუკეთებიათ. თუ კლინიკაში არ გადაიყვანენ ასე უწამლოდ და უყურადღებოთ, ალბათ, დაიღუპება. ტემპერატურა არ უკლებს. მხოლოდ სითხეები და პარაცეტამოლი არაფერს შველის...“ - უყვება ambebi.ge -ს სალომე ზაბახიძე.

მობრძანდით "მიჰაუსში"! ჩვენთან უსაფრთხოა

როგორ მიულოცა თეა წულუკიანმა ვახტანგ გომელაურს დაბადების დღე პარლამენტის ტრიბუნიდან (ვიდეო)

25-დან 31 დეკემბრამდე კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა "ბასლაინებში" დაშვებულია - თბილისის მერიის გადაწყვეტილება