ავტორი:

"რატომ დამარცხდა სომხეთი? ერევანმა ქრისტიანული რუსეთის მითი დაიჯერა“ -  რას წერს ფრანგული გამოცემა?

"რატომ დამარცხდა სომხეთი? ერევანმა ქრისტიანული რუსეთის მითი დაიჯერა“ -  რას წერს ფრანგული გამოცემა?

საფრანგეთის გაზეთ "ლე მონდის“ («Le Monde») 18 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით - "რატომ დამარცხდა სომხეთი? ერევანმა ქრისტიანული რუსეთის მითი დაიჯერა“, რომლის ავტორია ოლივიე რუა - ცნობილი ფრანგი პოლიტოლოგი, რელიგიათმცოდნე, ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს: "აზერბაიჯანთან პირველ ომში (1992-94 წ.წ.) მიღწეული სამხედრო წარმატების ფონზე სომეხ ლიდერებს, ისევე, როგორც ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს, შეცდომით მიაჩნდათ, რომ ქრისტიანული მოსკოვი დასავლეთის ბოლო საყრდენად რჩება ისლამთან დაპირისპირებაში. სინამდვილეში კი, ასეთი რწმენა ილუზია აღმოჩნდა.

რატომ მოხდა, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ ამჟამინდელ ომში სომხეთი საკმაოდ იოლად დამარცხდა? რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით ტექნიკური მიზეზები: საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში სომხებს, რომლებსაც ხანგრძლივი სამხედრო ისტორია გააჩნდათ ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი - საბჭოთა არმიაში სამსახურის, საომარ ტრადიციებში უპირატესობა ჰქონდათ, ვიდრე მსგავსი ტრადიციების არმქონე აზერბაიჯანლებს.

შესაბამისად, 1994 წელს სომხებმა გააკონტროლეს მთიანი ყარაბაღი და მის გარშემო დამატებითი აზერბაიჯანული ტერიტორიებიც დაიკავეს, მაგრამ სომეხთა სამხედრო უპირატესობა 2003 წლიდან თანდათან გაჰქრა, აზერბაიჯანის ხელისუფლებაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოსვლის შემდეგ: ბაქოს სამხედრო ბიუჯეტმა სომხეთისას თითქმის 7-ჯერ გადააჭარბა. აზერბაიჯანის არმიის რიცხვი კი, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, სამჯერ მეტად გაიზარდა. ეს იმ დროს, როცა სომხეთს დემოგრაფიული პრობლემები გაუჩნდა, 1990-იანი წლებიდან.

მაგრამ ყველაფერი ამით ვერ აიხსნება. ყველა ხედავდა, რომ აზერბაიჯანი არმიის გადაიარაღებას ახორციელებდა და ემზადებოდა იმ ტერიტორიის დასაბრუნებლად, რომელსაც თავისად მიიჩნევდა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც დისტანცირება მოახდინა მამისგან - ჰეიდარ ალიევისგან, ანუ დამარცხებული პრეზიდენტისგან - ქვეყნის გამთლიანება თავის პირად მიზნად გაიხადა და მისი რეალიზებისთვის მატერიალური და ფინანსური რესურსებიც დააგროვა. გულახდილად რომ ვთქვათ, განა აზერბაიჯანის არმიის შეტევას რამე მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა? - მსგავსი - არაფერი. წაიკითხეთ სტატია სრულად

მელანია ტრამპის ბოლო შობა და ახალი წელი თეთრ სახლში - აშშ-ის პირველ ლედის ნაძვის ხე მიუტანეს (ფოტოები)

"პუტინი აცნობიერებს, რომ მის მემკვიდრეს შეუძლია მასავით მოიქცეს" - რატომ გახშირდა ლაპარაკი ვლადიმირ პუტინის შესაძლო გადადგომაზე?

ევროკავშირი ამერიკული კომპანიისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 160 მილიონ დოზას შეიძენს