ავტორი:

ჩინელ ჟურნალისტს, რომელიც უხანში კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჩინელ ჟურნალისტს, რომელიც უხანში კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჩინეთის სასამართლომ ჟურნალისტს, რომელიც ქალაქ უხანიდან კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ თემებს აშუქებდა, 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 37 წლის ჟანგ ჟანის სასამართლო პროცესი შანხაიში გაიმართა და ის პრობლემის პროვოცირებაში დაადანაშაულეს. აღსანიშნავია, რომ ჟანგ ჟანი ქვეყნის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა და უხანში ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით არასაკმარის მოქმედებაში ადანაშაულებდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტი თავისი საქმიანობით საზოგადოებაში პანიკას იწვევდა.

ცნობისთვის, ჟანი არის მოქალაქე ჟურნალისტი, რომელიც სოციალურ მედიაში ლაივსტრიმის საშუალებით ავრცელებდა ინფორმაციას და აქვეყნებდა პოსტებს უხანში არსებული ვითარების შესახებ.

"ხელისუფლებამ ხალხს არასაკმარისი ინფორმაცია მიაწოდა, შემდეგ კი ქალაქი უბრალოდ ჩაკეტა,“- წერდა ჟურნალისტი. ამასთან, ჟურნალისტის ადვოკატი აცხადებს, რომ ჟანი პროტესტის ნიშნად შიმშილობს და როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა ძალიან მძიმეა.

ჟანგი პირველი ჟურნალისტია, რომელსაც სასამართლომ კორონავირუსის პანდემიის გაშუქების გამო პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ სამი ჟურნალისტი, რომელიც უხანიდან ახალ ამბებს ავრცელებდა, თებერვლის შემდეგ გაუჩინარებულია.

კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია

რუმინელები, მას შემდეგ, რაც ნათლობიდან რამდენიმე საათში ბავშვი გარდაიცვალა, ნათლობის წესის შეცვლას ითხოვენ

"პეკინი პასუხს აგებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო!" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი