ავტორი:

"დედა ჩემი ფეხბურთელობის წინააღმდეგი იყო... ახლა მეუბნება, - კიდევ კარგი, არ დამიჯერეო" - რას ყვება გოგონა, რომლის გოლითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა

"დედა ჩემი ფეხბურთელობის წინააღმდეგი იყო... ახლა მეუბნება, - კიდევ კარგი, არ დამიჯერეო" - რას ყვება გოგონა, რომლის გოლითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა

19 ნოემბერს, რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონი ქალთა გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს შეძლეს.

პირველივე ტაიმში მოახერხა მარიამ კალანდაძემ გოლის გატანა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და ეს გოლი არ ჩაუთვალა გუნდს. ამ მომენტიდან 1 წუთში ლანჩხუთელთა ლიდერ ხატია ჭყონიას მიეცა კიდევ ერთი შანსი გოლის გატანის, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ამჯერად ძელს მოხვდა. თამაშის მეორე ნახევარში 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ ირინა ხაბურძანიას გრძელი გადაცემა მიიღო, მეტოქეს გასცდა, მოწინააღმდეგის გოლკიპერთან ერთი-ერთზე გავიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ამ მოგებით გუნდი ახალ ეტაპზე გადავიდა და წილისყრა 24 ნოემბერს უეფა-ს ოფისში გაიმართება. იმ ფონზე როცა ქართველმა მამაკაცმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს გული დაწყვიტეს, ლანჩხუთელი გოგონების მოპოვებულმა გამარჯვებამ მართლა მთელი დუნია გაახარა და დღეს ყველა ამ გოგონების გამარჯვებაზე საუბრობს. გამარჯვებული გოგონები სამშობლოში დღეს 5 საათზე დაბრუნდებიან და ალბათ ქართველი გულშემატკივარი მათ დიდი ოვაციებით დახვდება. წინ ახალი ეტაპია და ჩვენს გოგონებს დიდი გამარჯვებას ვუსურვებთ.

kvirispalitra.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გუნდის ბომბარდირთან, გოლის ავტორთან ხატია ჭყონიასთან, რომელიც თავის ცხოვრებაზე, კარიერაზე და დიდ გამარჯვებაზე მოგვიყვება.

- ხატია, თქვენ და მთელ გუნდს გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, გურულმა გოგონებმა მართლა გადარიეთ მთელი საქართველო, რა ემოციებია ეს?

- საოცრად გახარებულები ვართ ყველანი, რადგან საკმაოდ ძლიერი იყო ჩვენი მეტოქე და გადამწყვეტი თამაში იყო. ჩვენ ეს შევძელით. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, მართლა ბევრი სითბო და მოლოცვები მოდის. მართლა არ მიმიღია არასოდეს ამდენი ემოციები, ამხელა კომპლიმენტები და სიხარული. ჯერ ყველას პასუხი ვერ გავეცი და არ მინდა არც ერთი მოლოცვა ყურადღების გარეშე დავტოვო. მთელი ღამე არ მიძინია, ისე ვიყავი ამ ემოციებით დატვირთული, მთელი გუნდი გახარებულია.

- თქვენზე გვიამბეთ, გურული ხართ? რამდენი ხანია რაც ფეხბურთს თამაშობთ?

- ქობულეთელი ვარ, მაგრამ წარმოშობით ვარ ჩიბათიდან. ბავშვობიდან ვთამაშობ ფეხბურთს. 13 წლის ვიყავი ნაკრებში რომ დავიწყე პროფესიონალური თამაში, მანამდე იყო სკოლის გუნდები, პატარ-პატარა ჩემპიონატები. ჩემს გამო ზურაბ კახიძემ გააკეთა მაშინ გოგონების ფეხბურთის გუნდი, რადგან კარგად ვთამაშობდი. მას მერე მოვყვები ფეხბურთს. მერე ბათუმში გადავედი, თბილისის გუნდთანაც მომიხდა შეხვედრა და ნაკრებმა რომ დაინახა ჩემი მონაცემები, ამიყვანეს. მერე 10 წელი თურქეთში წავედი და თურქულ გუნდებში ვთამაშობდი. ერთი წელია რაც საქართველოში ოჯახური პირობების გამო მომიწია დაბრუნება. ახლა "ლანჩხუთში" ვთამაშობ.

- რატომ აირჩიე ლანჩხუთის გუნდი?

- იყო სხვა გუნდებიდანაც შემოთავაზება, თბილისიდანაც, ბათუმიდანაც. იმ სეზონში ყველაზე ძლიერი ლანჩხუთი იყო, ვხედავდი იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის და ვიფიქრე მეც დავემატები მათ, ძლიერი გუნდია-მეთქი. ყველას კარგი გუნდი უნდა და მეც გადავწყვიტე ასე. თან მაინც ჩემი მხარეა.

- რატომ გადაწყვიტე ფეხბურთელობა და როგორ შეხვდა ამას ოჯახი?

- პატარა ასაკიდან სულ ბიჭებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი. ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც. ბურთს რომ დავინახავდი სულ მინდოდა მეთამაშა. მამა ფეხბურთელი იყო და მამისგანაც მქონდა მხარდაჭერა, რადგან ხედავდა მონაცემები მქონდა და ყველა ვარჯიშზე მომყვებოდა. დედა წინააღმდეგი იყო, გოგო ხარ გაიზრდები და ეს არ მოგეწონებაო. თან გეტკინება, ტრავმები გექნება და ამ ტკივილებს ბიჭებივით ვერ გაუძლებ და ძალიან წინააღმდეგი იყო, მაგრამ რომ შეხედა ფეხბურთს არ ვეშვებოდი დანებდა დედაც. ახლა მეუბნება კიდევ კარგი არ დამიჯერეო. წაიკითხეთ სტატია სრულად

ორი ნახევარფინალისტი ცნობილია, თუმცა საუკეთესო ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატს ეთიშება -  სპინაცოლას ცრემლები

როგორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო ცხოვრება

"ესპანური მედია თუ ყურადღებას ასე მომაქცევდა, მართლა არ ველოდი" - რას ყვება ჟურნალისტი, რომლის ქომაგობის ვიდეოც ინტერნეტჰიტად იქცა