ავტორი:

"არც გაითვალისწინეს ის, რომ არასრულწლოვანები იყვნენ, დარჩენილი ცხოვრება ენგრეოდათ" - შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი

"არც გაითვალისწინეს ის, რომ არასრულწლოვანები იყვნენ, დარჩენილი ცხოვრება ენგრეოდათ" - შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი

"არც გაითვალისწინეს ის, რომ არასრულწლოვანები იყვნენ, დარჩენილი ცხოვრება ენგრეოდათ, ეს იყო შურისძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გ.მ-ს ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნებისთვის სასჯელის სახის და ვადების განსაზღვრას გამოეხმაურა.

როსტომ კერესელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა, შემთხვევის ადგილზე "შემთხვევითობის წყალობით იყო" .

"მოსამართლეს ერთი პატარა ჰუმანურობაც კი არ გამოუჩენია, მოუხედავად იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდა, მითუმეტეს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ითვალისწინებს, რომ ამ შემთხვევაშიც კი მან ნაწილი მაინც ჩაუთვალოს ბრალდებულს პირობითში ან მთლიანად ჩაითვალოს დანიშნული სასჯელი პირობითში. ერთი დღეც კი არ განუსაზღვრა ბრალდებულებს დანიშნული სასჯელის პირობითად მოხდაში.

ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ზემოდან სერიოზული დაკვეთა იყო, სავარაუდოდ, პროკურატურიდან, ვერ გეტყვით კონკრეტულ პირებს, თუმცა, დაკვეთა რომ შესრულდა ფაქტია, ჩვეულებრივ ჩხუბზე, რომელიც ავტობანზე მოხდა ასეთი მძიმე განაჩენი დადგა. არც გაითვალისწინეს ის, რომ არასრულწლოვნები იყვნენ, დარჩენილი ცხოვრება ენგრეოდათ, ეს იყო შურისძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, იმ ბიჭების მიმართ, ვისაც შემხებლობა არ ჰქონდა გიორგი შაქარაშვილთან. გ.მ არ იცნობდა, არც დაუნახავს არც შეხებია გიორგი შაქარაშვილს, უბრალოდ, იქ იყო შემთხვევითობის წყალობით",-განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ასევე არ გამორიცხავს რომ საერთაშორისო სასამართლოსაც მიმართოს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ სამ არასრულწლოვანს ხუთი წლითა და სამი თვით, ორ არასრულწლოვანს ექვსი წლითა და ცხრა თვით, კიდევ ერთს კი სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერძოდ, 5 წლით და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ ლ.შ.-ს, ნ.ც-ს, გ.მ.-ს. 6 წლითა და ცხრა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ა.ქ- სა და ზ.ხ-ს. 3 წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ნ.ქ.-ს.​

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ

კომისიური ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო - პროკურატურა

"დაჭრილი მიშო რომ მიჰყავდათ, გიორგის მამისთვის ბანკის ბარათები მიუცია: ფული გამოიყენე, ძმა გადამირჩინეო" - რას ყვებიან ძმის მკვლელობაში ბრალდებულზე ადვოკატი და ნათესავი