ავტორი:

"ფანჯრიდან ჩანდა პირი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა, გაბრაზებული იყო..." - რას ჰყვება თვითმხილველი წერეთელზე განვითარებულ მოვლენებზე

"ფანჯრიდან ჩანდა პირი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა, გაბრაზებული იყო..." - რას ჰყვება თვითმხილველი წერეთელზე განვითარებულ მოვლენებზე

წერეთლის გამზირზე მყოფი თვითმხილველი ჰყვება, რომ სავარაუდოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისიში" შეჭრილი პირი დაინახა. მისი თქმით, ფანჯრიდან ჩანდა პიროვნება, რომელიც ტელეფონზე გაბრაზებული საუბრობდა.

"ერთი საათია უკვე აქ ვარ. შიგნით არის ვიღაც ტელეფონზე საუბრობდა, გაბრაზებული იყო... ხელში რაღაც ეკავა, გადიოდა-გამოდიოდა. ფანჯარასთან იდგა. ერთი პირი გამოუშვა. როგორც თქვეს, ეს პირი პოლიციამ გადაიყვანა დაკითხვაზე. ზუსტად რამდენი პირია შეჭრილი არ ვიცი. ზოგი ამბობს ერთიო.. ზოგი ამბობს რამდენიმეო" - ამბობს თვითმხილველი "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

არსებული ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მათ ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

დამატებით ინფორმაციას AMBEBI.GE არკვევს და დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ.

როგორია ამომრჩევლის აქტივობა 12:00 საათის მონაცემებით - ცესკოს ინფორმაცია

"ლაგუნასთან" მოუცურდათ მანქანა... თორნიკეს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა" - რას ამბობს ავარიის შედეგად გარდაცვლილების მეგობარი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა