ავტორი:

როგორია ამომრჩევლის აქტივობა 12:00 საათის მონაცემებით - ცესკოს ინფორმაცია

როგორია ამომრჩევლის აქტივობა 12:00 საათის მონაცემებით - ცესკოს ინფორმაცია

12:00 საათის მონაცემებით, იმ ოლქებში, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, ამომრჩევლის აქტივობამ 8,29 % შეადგინა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის 177 462 ამომრჩეველმა მისცა.

„ყველაზე მაღალი აქტივობა იმერეთის 21-ე მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, რაც 11,4%-ს შეადგენს. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა - 6,2%, რაც ჯამში 8321 ამომრჩევლია“, - განაცხადა იოსელიანმა.

"ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო" - გიორგი კეკელიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის დედას დაეხმარება

საქართველოში ნალექი, მთაში თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

"ეს პირდაპირ ქმნის Covid 19-ის დროს თრომბის განვითარბის რისკს" - რა შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი დიაბეტით დაავადებულ ინფიცირებულებში და როგორია ექიმის რეკომენდაციები