ავტორი:

"ჩემი დისშვილი მუშაობს აქ... არ დაგვკავშირებია" - მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მძევლების ოჯახის წევრები იკრიბებიან

"ჩემი დისშვილი მუშაობს აქ... არ დაგვკავშირებია" - მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მძევლების ოჯახის წევრები იკრიბებიან

წერეთლის გამზირზე, სადაც რამდენიმე საათის წინ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"-ში შეიარაღებულმა პირმა 9 მძევალი აიყვანა, მძევლების ოჯახის წევრები იკრიბებიან.

როგორც ჟურნალისტებს "ემ ბი სი სი" -ში დასაქმებულის ახლობელმა, ნანა კუპრაძემ განუცხადა, მომხდარის შესახებ მედიისგან შეიტყო, მისი დისშვილი კი ოჯახს ამ დრომდე, არ დაკავშირებია.

"მოვედით იმიტომ რომ ვიცით, აქ მუშაობს. მედიისგან გავიგე მომხდარის შესახებ. არც ჩვენ დაგვირეკავს და არც ის დაგვკავშირებია", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სის" შენობაში თავდასხმა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 პირია მძევლად აყვანილი.

შსს-მ მედიასაშუალებებს მოუწოდა, შევწყვიტოთ პირდაპირი ჩართვები, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და სამართალდამცავების სიცოცხლეს. უწყება ასევე მოუწოდებს მედიას, თავი შეიკავოს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

"სუნთქვის უკმარისობით მოიყვანეს..." - რას ამბობენ ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილ 23 წლის გოგონაზე

ვინ არის ბიჭი, რომელიც მიკროსაფინანსოში შეიჭრა (ფოტოები)

რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში