ავტორი:

ვინ არის ბიჭი, რომელიც მიკროსაფინანსოში შეიჭრა (ფოტოები)

ვინ არის ბიჭი, რომელიც მიკროსაფინანსოში შეიჭრა (ფოტოები)

როგორც აღმოჩნდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"-ში შეჭრილი პირი ლევან ზურაბიშვილია. ის ცოტა ხნის წინ ფეისბუქ-ლაივში ჩაერთო და მისი ვინაობაც აქედან გაირკვა.

როგორც მისი "ფეისბუქიდან" ირკვევა, იგი წარმოშობით ბორჯომიდან არის და სკოლაც იქ აქვს დამთავრებული. ის ბოლო ორი წლის განმავლობაში "ფაბრიკაში" ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდა.

ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 პირია მძევლად აყვანილი.

უკვე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც თავდამსხმელი საკუთარ მოთხოვნებს აყენებს. ვიდეოკადრების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია. ის შენობაში მყოფი პირების მიმართ აგრესიას არ გამოხატავს და არც მათ დაშინებას ცდილობს.

როგორც კადრებში ჩანს, თავდამსხმელის მოთხოვნები, ასევე, საუბრის სტილი ადგილზე მყოფი ადამიანების სიცილსაც კი იწვევს. ამასთან, ვიდეოს მიხედვით, თავდამსხმელი მის მიერ უწმაწური გამონათქვამების გამო მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მყოფებს ბოდიშსაც უხდის.

მთავრობა აქვეყნებს 30 კითხვაზე პასუხს, რომელიც შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა

კობა დავითაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება - "მძიმეა მისი მდგომარეობა, აქვს სეფსისი და სეპტიკური შოკი"

"მეგობრები მეხუმრებიან, არავის გამოუყენებია პანდემია ასე სათავისოდ, როგორც შენო" - თვითნასწავლი მხატვრის პოზიტიური ნახატები და გამოფენა ვირტუალურად