ავტორი:

"რომ გამოფხიზლდება, ვიცი, ძალიან ინანებს... დედა პოლიციამ წაიყვანა. საცოდავი, ლევანის მეტი არავინ ჰყავს" - რას ყვება მეზობელი მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირზე

"რომ გამოფხიზლდება, ვიცი, ძალიან ინანებს... დედა პოლიციამ წაიყვანა. საცოდავი, ლევანის მეტი არავინ ჰყავს" - რას ყვება მეზობელი მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირზე

თბილისში, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ემ ბი სი“ ერთ-ერთ ფილიალში შიარაღებული პირი შეიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მან 9 ადამიანი აიყვანა მძევლად, თუმცა მოგვიანებით ნაწილი გაათავისუფლა. გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, თავდამსხმელი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ის შენობაში მყოფი პირების მიმართ აგრესიას არ გამოხატავდა..

შეგახსენებთ, რომ ვიდეო, რომელშიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მოთხოვნებს ასახელებს, ერთ-ერთმა მძევალმა გადაიღო და გაავრცელა. მამაკაცი, რომელსაც შეიარაღებული თავდასხმა ბრალდება, პარლამენტში დეპუტატების შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს.

“შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში. 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, - აცხადებს თავდამსხმელი.

თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშე შეიჭრა. შესაბამისად, მისი იდენტიფიცირება ადვილად მოხდა. ის ლევან ზურაბაშვილია, რომლის მეზობელი ambebi.ge-ს უყვება:

“ლევანი 31 წლის ბიჭია, ჩვეულებრივი ტიპი. ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე ცხოვრობს, დედასთან ერთად. დედა ქართულის მასწავლებელი იყო, მამა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა. ლევანი ხელოსანი, მშრომელი ბიჭია, ქარხნებში მუშაობდა, ხან "პრარაბად" იყო მშენებლობებზე. აზარტულ თამაშებს თამაშობდა, დიდი თანხა წააგო და დედამისს ბინა გააყიდინა. ის ცოლს გაცილებულია, მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ბინა რომ დაკარგეს, მერე იმავე კორპუსის ეზოში, საგარაჟე ადგილას სახლი აიშენა და დედასთან ერთად ცხოვრობდა. ცოტა ნერვიული და გიჟმაჟი ბიჭია, თორემ არც კრიმინალი და არც ცუდი ადამიანი. ახლა ეტყობა, რომ ნასვამია, შემეცოდა, საწყალი. რომ გამოფხიზლდება, ვიცი, ძალიან ინანებს, თავში ხელს შემოირტყამს, ეს რა ვქენიო და შეიძლება თვითონვე ჩაბარდეს. ისე, ბავშვობიდან ცოტა უცნაური იყო... ორხევში დაიბადა და გაიზარდა. რომ ვთქვა, ძალიან უჭირდა, ასეც არ იყო, ბორჯომშიც აქვთ სახლი. ფულის გამო ლევანი ამას არ გააკეთებდა. დედა პოლიციამ წაიყვანა. საცოდავი დედამისი, მის მეტი ქვეყანაზე არავინ ჰყავს”.

P.S. სტატიის გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში, ცნობილი გახდა, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული.

"საზოგადოებას მოვუწოდებ, ციხიდან გამომიყვანონ... პატრიარქს ვთხოვ შემხვდეს, გამესაუბროს" - ლევან ზურაბაშვილის წერილი "ინტერპრესნიუსს"

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 4 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს