ავტორი:

რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო საარჩევნო უბნები 08:00 საათზე ვერ გაიხსნა - რა განცხადება გაკეთდა ცესკოში

რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო საარჩევნო უბნები 08:00 საათზე ვერ გაიხსნა - რა განცხადება გაკეთდა ცესკოში

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე რამდენიმე რეგიონში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე ვერ გაიხსნა.

როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, უბნების გახსნა უამინდობის გამო ვერ მოხერხდა.

"მოგეხსენებათ, 08:00 საათზე იხსნება ყველა უბანი. ერთეული უბნების გახსნა ვერ მოხერხდა უამინდობის გამო. ხადას ხეობაში შედარებით გვიან გაიხსნა საარჩევნო უბანი (11.28.33); რაც შეეხება შატილს, აქ ვერ იხსნება უბანი (11.28.34), ვინაიდან ვერტმფრენი უამინდობის გამო ვერ გადაიყვანს კომისიის წევრებს ადგილზე.

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურზეც, იგივე მიზეზის გამო ვერ იხსნება სპეციალურად შექმნილი უბანი (11.29.10), სადაც 19 ამომრჩეველია და ასევე ჩვეულებრივი უბანი 11.29.12, სადაც 205 ამომრჩეველია. ეს ბოლო ორი უბანი შესაძლებელია მოგვიანებით გაიხსნას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. თითოეულ უბანზე დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში.

რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, მათი კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატანი საარჩევნო ყუთი დღის განმავლობაში მოემსახურება აღნიშნულ ამომრჩევლებს“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

"გლდანში იმაზე ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა "არჩევნებზე", ვიდრე პირველ ტურში ხმა ავიღე" - რას წერს ნიკა მელია "ფეისბუქზე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსის" სპეციალური გამოშვება

რამდენმა მოქალაქემ მიიღო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა - ცესკოს 20:00 საათის მონაცემები