ავტორი:

"ლაგუნასთან" მოუცურდათ მანქანა... თორნიკეს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა" - რას ამბობს ავარიის შედეგად გარდაცვლილების მეგობარი

"ლაგუნასთან" მოუცურდათ მანქანა... თორნიკეს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა" - რას ამბობს ავარიის შედეგად გარდაცვლილების მეგობარი

გუშინ საღამოს, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოხდა. გარდაცვლილი ახალგაზრდები თორნიკე კობახიძე და გენრი წახნაკია "ასპრია ფიტნესის" თანამშრომლები არიან.

გენრი წახნაკია

გარდაცვლილი 28 წლის თორნიკე კობახიძის მეგობარი AMBEBI.GE-სთან ავარიის დეტალებს ყვება. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდებს ავტომობილი მოუცურდათ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირიპირო ზოლში მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.

თორნიკე კობახიძე

"ლაგუნა ვერესთან" მოუცურდათ მანქანა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და ავტომობილს შეეჯახა. იმ ავტომობილის მძღოლიც მძიმედ ყოფილა. მარტო იყო ის მანქანაში, როგორც ვიცი. თორნიკეს ავტომობილში სამნი ისხდნენ: გენრი, რომელიც საჭეს მართავდა, თორნიკე და მათი მეგობარი გოგო თეკლა. გენრი და თორნიკე თანამშრომლები იყვნენ. "ასპრია ფიტნესში" მუშაობდნენ. თორნიკეს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ჯერ კიდევ გვიჭირს დაჯერება. არ ვიცი, ასეთი ბიჭები მიწაში როგორ უნდა ჩაწვნენ. საოცარი ადამიანები იყვნენ..." - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ეს "შავი პარასკევი" საქართველოს ისტორიაში ნამდვილად იქნება შავი პარასკევი! ახლა ნახეთ ვირუსის აფეთქება!" - გიორგი ფხაკაძე

"რვა ბავშვი დაობლდა... გამძლეობას ვუსურვებთ ამ ტკივილის გადასატანად" - მცხეთასთან ავარიას სამი ახალგაზრდა ქალი შეეწირა, მათგან ერთი ექთანი

"სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, რომ საჭიროებისამებრ მრევლს რძის ნაწარმის გამოყენების ნება მისცენ" - პატრიარქის მიმართვა საშობაო მარხვასთან დაკავშირებით