ავტორი:

"რვა ბავშვი დაობლდა... გამძლეობას ვუსურვებთ ამ ტკივილის გადასატანად" - მცხეთასთან ავარიას სამი ახალგაზრდა ქალი შეეწირა, მათგან ერთი ექთანი

"რვა ბავშვი დაობლდა... გამძლეობას ვუსურვებთ ამ ტკივილის გადასატანად" - მცხეთასთან ავარიას სამი ახალგაზრდა ქალი შეეწირა, მათგან ერთი ექთანი

დღეს, შუადღეს, დაახლოებით 15:00 საათზე მცხეთასთან ავარიას სამი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილები არიან ბელა გეგუჩაძე, მარიამ როსტიაშვილი და მაკა შუბითიძე. მანქანაში მჯდომი სამი მგზავრიდან არცერთი არ გადარჩა.

ბელა გეგუჩაძე მცხეთის სამედიცინო ცენტრში ექთნად მუშაობდა, ბოლო პერიოდში კი კოვიდცენტრში იყო განაწილებული.

როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი გვიყვება, საჭეს თავად ბელა მართავდა. მანქანა ჯერ ბორდიურს დაეჯახა და შემდეგ მტკვარში გადავარდა.

"ბელას სამი შვილი დარჩა, მარიამს ორი და მაკას ასევე სამი...რვა ბავშვი დაობლდა" - გვიყვება ბელა გეგუჩაძის ახლობელი.

გარდაცვლილების შესახებ ემოციურ პოსტებს წერენ "ფეისბუქზე" მათი მეგობრები:

"ბელა, როგორ ძალინ მენანები, როგორ ძალიან განვიცდი და მომიკვდა გული ასეთი ლამაზი, კეთილი ახალგაზრდა. შენ ამას არ იმსახურებდი, ძალიან მიჭირს წარსულში საუბარი. ძალიან დამწყვიტე გული, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. შენ ოჯახს დიდ გამძლეობას ვუსურვებ ამ დიდი ტკივილის გადასატანად“

"ნათელში იყვეს თქვენი სულები გოგოებო, ბელა გეგუჩაძე, მარიამ როსტიაშვილი და მაკა შუბითიძე. ვუსამძიმრებ ოჯახს . ახლობლებს".

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, მომხდარზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, მოახდინა სწრაფი რეაგირება.

"ადგილზე მობილიზებული იყო 15 მეხანძრე- მაშველი, მათ შორის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 6-კაციანი ჯგუფი. მყვინთავები დაუყოვნებლივ ჩავიდნენ 30 მეტრის სიღრმის ხევში და დაიწყეს სამაშველო- საძიებო სამუშაოები.

პარალელურად, დრონის მეშვეობით ხდებოდა მდინარის ხეობის მონიტორინგი. მყვინთავი - მაშველების უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მალევე მოხერხდა სამივე ცხედრის პოვნა და ამოსვენება" - აცხადებენ უწყებაში.

საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით

"მთელი სოფელი გარეთ არის" - ატირებული მშობლები და ემოციური დახვედრა ზაზა გახელაძეს (კადრები ქვემო ჭალიდან)

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა