ავტორი:

აქცია-პერფორმანსი ცესკოსთან - აქტივისტებმა რუსეთის ჰიმნი ჩართეს და ჯებირზე საბჭოთა კავშირის ამსახველი პოსტერები გააკრეს

აქცია-პერფორმანსი ცესკოსთან - აქტივისტებმა რუსეთის ჰიმნი ჩართეს და ჯებირზე საბჭოთა კავშირის ამსახველი პოსტერები გააკრეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან "ლეიბორისტული პარტიის" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ რუსეთის ჰიმნი ჰქონდათ ჩართული და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აღმართულ რკინის ჯებირზე საბჭოთა კავშირის ამსახველი პოსტერები გააკრეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მიზანია, რომ საბჭოთა საქართველო აღადგინონ, რასაც ქართველი ხალხი დაუპირისპირდება.

"დღეს არის მეორე ტური იმ სამარცხვინო ვითომ არჩევნების, რაც 31 ოქტომბერს ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. მათი მიზანია, რომ საბჭოთა საქართველო აღადგინონ და პუტინს დაეხმარონ საბჭოთა იმპერიის აღდგენაში, რასაც ბუნებრივია, ქართველი ხალხი დაუპირისპირდება. დღეს გავაკარით საბჭოთა პლაკატები და ჩავრთეთ მუსიკა თუ როგორ ზეიმობდნენ ერთპარტიული ხელისუფლების არჩევას საბჭოთა საქართველოში, დღევანდელი დღე ეძღვნება იმ ხელისუფლების გაშარჟებას, რომელიც ამ გზას ადგას”, - აღნიშნა მიხეილ ქუმსიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევაა - როგორ ნაწილდება ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით?

დიდ ქალაქებში ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან კვლავ ძალაშია

ცესკო - მეორე ტურის წინასწარ შედეგებს მას შემდეგ გამოვაქვეყნებთ, რაც ყველა უბნის მონაცემს დაითვლიან