ავტორი:

"ორასკაციანი დაცვა, დეზინფექცია... ივანიშვილის ხმის მიცემის პროცედურას თუ დავაკვირდებით, მივხვდებით როგორ საქართველოში არ გვინდა ცხოვრება" - დეკანოიძე

"ორასკაციანი დაცვა, დეზინფექცია... ივანიშვილის ხმის მიცემის პროცედურას თუ დავაკვირდებით, მივხვდებით როგორ საქართველოში არ გვინდა ცხოვრება" - დეკანოიძე

ეს კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტურია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ განმარტა, ოპოზიცია გადაწყვეტილებაში მტკიცე, ერთიანი და თანმიმდევრულია. მისივე თქმით, ძალაში რჩება მოთხოვნები - ახალი არჩევნები, კომისიების ახალი ადმინისტრირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

"ახლა სურთ რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მიანიჭონ ფარისევლობას, არ ვიცი, რა დავარქვა მეორე ტურებს. ეს კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტურია, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას, ოფიციალურად მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე ჩვენს ამომრჩეველს, არ მივიდნენ და ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს, რადგან არც ჩვენ, ოპოზიციის კანდიდატები, არც ჩვენი ამომრჩეველი მონაწილეობას არ მიიღებს დემოკრატიის იმ იმიტაციაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სურს შექმნას. სხვათა შორის, პირველად ხდება დამოუკიდებლობის ისტორიაში, როცა ერთი პარტია მონაწილეობს არჩევნებში, მათი გადმოსახედიდან „არჩევნებში“.

ოპოზიცია და ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის დემოკრატიის ფასადი, იმ ფასადური დემოკრატიის ნაწილი, რომელიც მას სჭირდება. ბიძინა ივანიშვილის ხმის მიცემის პროცედურას თუ დავაკვირდებით, ყველას გაგვიჩნდება შეგრძნება, თუ როგორ საქართველოში არ გვინდა ცხოვრება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ თურქმენიზაცია, ორასკაციანი დაცვა, დეზინფექცია და სხვა. მას როგორც არ უნდა უნდოდეს, ლეგიტიმური პარლამენტი არ ექნება, თუ არ დანიშნავს ახალ არჩევნებს.

ოპოზიცია მტკიცეა, ერთიანია, თანმიმდევრულია - ახალი არჩევნები და ახალი ადმინისტრირება კომისიების და მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლება - სხვაგვარად, საქართველოს ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტი ეყოლება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გვეუბნებიან, რომ ხის, შეშის შეტანა არ შეიძლება" - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ