ავტორი:

"ლევანი აზარტულმა თამაშებმა დაღუპა... ბინის დაკარგვა ძალიან განიცადა, მერე მეუღლეს გაშორდა" - რას ამბობს დაკავებული ზურაბიშვილის ახლობელი?

"ლევანი აზარტულმა თამაშებმა დაღუპა... ბინის დაკარგვა ძალიან განიცადა, მერე მეუღლეს გაშორდა" - რას ამბობს დაკავებული ზურაბიშვილის ახლობელი?

ლევან ზურაბაშვილს, რომელიც 20 ნოემბერს დააკავეს, ბრალს დღეს წაუყენებენ და ამის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს, შეუფარდებენ თუ არა 31 წლის ბიჭს წინასწარ პატიმრობას. როგორც ცნობილია, ის წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ის ითხოვდა ჟურნალისტებს გაეჟღერებინათ მისი მოთხოვნები, რომელიც ასეთი იყო: აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში; ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში; ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა და ისიც დააკავეს.

როგორც ცნობილია, დაკავებული, 31 წლის ლევან ზურაბიშვილი, ბოლო ორი წლის განმავლობაში "ფაბრიკაში" მუშაობდა. მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. როგორც ახლობლები ამბობენ, ლევანი თამაშობდა და ფინანსური პრობლემები ჰქონდა. სწორედ ამიტომ ცოლს გაშორდა.

ჩიტო ჩოკორაია, დაკავებულის ახლობელი:

- ლევანის წლებია ვიცნობ. მისი მეუღლის ნათესავი ვარ. მეუღლეს გაცილებულია, არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი ჰყავს. ყველამ ვიცით, რომ ლევანი აზარტულმა თამაშებმა დაღუპა. ამის გამო მოუხდა მშობლების ბინის გაყიდვა. იმ საზიზღარ ტოტალიზატორში ისეთი მაქინაცია გაუკეთეს, რომ ამხელა ვალები დაედო. 10 წელზე მეტია მის მშობლებს ვიცნობ, კარგი ხალხია, დედა პეგაგოგი ჰყავს, ძალიან კარგი ქალბატონი, მამა უკეთილშობილესი ადამიანი.

ბორჯომშიც აქვთ სახლი. ბინის დაკარგვა ძალაიან განიცადა, მერე ისე მოხდა, რომ მეუღლეს გაშორდა ამ პრობლემების გამო და ამასაც ძალიან განიცდიდა. ვურეკავდი და ვეუბნებოდი ნუ გეშინია, შენი გიორგი შენთან იქნება და არასდროს დაგკარგავს-მეთქი. ვამხნევებდი. შენს ხმას ვენაცვალე ჩიტო დეიდაო, ასე მეტყოდა. ამის მეტი ცხოვრებაში არავისთვის არაფერი უთქვამს. ეტყობა ახლა ძალიან გამწარებულია, ეტყობა კიდევ წააგო. გუშინ სახლში ვერ ვისვენებდი, მინდოდა წერეთელზე მივსულიყავი, მაგრამ 10 საათზე მოძრაობის შეზღუდვა რომ იყო, იმის შემეშინდა.

რომ მცოდნოდა გზა არ გადაიკეტებოდა და ეს შეზღუდვა მოიხსნებოდა, რა გამაჩერებდა სახლში. სულ მეტირება, ეს ახალგაზრდა ბიჭები ტოტალიზატორის გამო რომ იღუპებიან, ოჯახები იღუპება, ახლა სასჯელს მისცემენ, ციხეში გაუშვებენ და კაციშვილი არ იკითხავს, რა ხდებოდა მის სულში. დედის პენსიაზე რომ ცხოვრობს ადამიანი, ამ ყველაფერმა იმოქმედა და ეს ნაბიჯი გადადგა...წაიკითხეთ სრულად

საქართველოში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევაა - ბოლო დღე-ღამის მონაცემები და მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

ინფორმაცია მძღოლებისთვის - ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

"სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ, რასაც ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს" - ზურაბ გურული