ავტორი:

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე საარჩევნო უბანზე (ფოტო)

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე საარჩევნო უბანზე (ფოტო)

ივანიშვილებმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდაზე, #4-ე საბავშვო ბაღში გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იქ ოჯახთან ერთად მივიდა.

ბიძინა ივანიშვილმა ხმა მეუღლესთან, შვილთან და რძალთან ერთად მისცა.

„კიდევ ერთხელ მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს 31 ოქტომბერს და დღესაც, ამ რთულ პერიოდში. მოგეხსენებათ, კოვიდი ბობოქრობს და მაქსიმალური მობილიზაცია გამოიჩინა და გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო.ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

შედეგად, მივიღეთ ცხრა პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ამავდროულად იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად, პოზიციებს აფიქსირებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“ - ბიძინა ივანიშვილი

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი მათგანი იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე

საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევაა - როგორ ნაწილდება ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით?

დიდ ქალაქებში ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან კვლავ ძალაშია