ავტორი:

კორონავირუსის სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატი - აშშ-ში "ანტისხეულების კოქტეილის" გამოყენებაზე ნებართვა გასცეს

კორონავირუსის სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატი - აშშ-ში "ანტისხეულების კოქტეილის" გამოყენებაზე ნებართვა გასცეს

აშშ-ში საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კომპანია Regeneron-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გამოყენებაზე ნებართვა გასცა.

BBC-ის ინფორმაციით, პრეპარატი კორონავირუსის "ანტისხეულების კოქტეილს" წარმოადგენს და მისი გამოყენება დასაშვებია 12 წელს ზემოთ პაციენტებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ვირუსის მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ.

პრეპარატის მიღება დაუშვებელია იმ პაციენტებზე, ვინც საავადმყოფოშია გადაყვანილი, ან ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ დონალდ ტრამპს სწორედ აღნიშნული პერეპარატით უმკურნალეს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა - რას წერს BBC

CNN  - აშშ "ღია ცის ხელშეკრულებიდან“ ოფიციალურად გავიდა

რას გულისხმობს "კოვიდ პასპორტი", რომლის შემოღებაზეც უკვე დიდ ბრიტანეთში მსჯელობენ