ავტორი:

"მე-16 საუკუნეში ნიაღვარს საძირკვლიანად და გაუბზარავად ბარში ჩამოუტანია" - ისტორია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე, სადაც სამასმა არაგველმა ფიცი დადო

"მე-16 საუკუნეში ნიაღვარს საძირკვლიანად და გაუბზარავად ბარში ჩამოუტანია" - ისტორია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე, სადაც სამასმა არაგველმა ფიცი დადო

დუშეთის რაიონში ერთი პატარა სოფელია, ნაღვარევი, არაგვს გაღმა-გამოღმა მთებს შუა ხეობას შეფენილი, ზამთარ-ზაფხულ მშვენიერი და იდუმალი. გზის პირას, სოფლის ბოლოს, მე-12 საუკუნის პატარა ტაძარი დგას. აქ 1795 წელს, კრწანისის ბრძოლაში მიმავალმა 300-მა არაგველმა ფიცი დადო, რომ იბრძოლებდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და დაბრუნდებოდნენ გამარჯვებულები ან ბრძოლის ველზე გმირულად დაეცემოდნენ... არც ერთი მათგანი უკან არ დაბრუნებულა, 300 მთიული გმირ არაგველებად შემორჩა ისტორიას...

ნიაღვრით მობრძანებული ტაძარი

თურმე ნაღვარევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ადრე მთიდან გადმოჰყურებდა ხეობას. მე-16 საუკუნეში ნიაღვარს საძირკვლიანად და გაუბზარავად ბარში ჩამოუტანია... სხვადასხვა ცნობა ადასტურებს, რომ ნიაღვრით ჩამობრძანებული ეს ეკლესია სამეფო კარის სალოცავი იყო და არა სამრევლო... მე-16 საუკუნეში მისთვის გამაგრების მიზნით სამრეკლო მიუშენებიათ.

...მუხლამდე თოვლში გზას ძლივს მივიკვლევ. ტაძრის ეზოში უცნაური განცდა მეუფლება - რამდენიმე საფლავის ბორცვი ამოზიდულა, ერთგან ქვის ჯვარი მოჩანს... შორიახლო ლამაზი სახლი დგას. მისი დიასახლისი თამარ გოჩიაშვილი ხატმწერი-რესტავრატორია. პატრიარქის კურთხევით მან და მისმა მეგობრებმა რამდენიმე წლის წინ დრო-ჟამისგან დაზიანებულ ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარეს.

თამარ გოჩიაშვილი: "30-იან წლებში დაიმეწყრა სოფელი და ეკლესია მიწამ დაფარა. შემდეგ აქ მოსახლეობა მომრავლდა... 80-იან წლებში მოსახლეობამ გაწმინდა ეკლესია, ხოლო 2008-2009 წელს მე და ჩემმა მეგობარმა აღვადგინეთ ტაძარი.

კომუნისტების დროს ტაძარი გარედან და შიგნიდან კირით შეილესა. კედლებს ბათქაში მოვხსენით და ეკლესიას პირვანდელი სახე დავუბრუნეთ. შიდა კედლებიდან კირის ფენის ჩამოხსნის შემდეგ საოცარი ფრესკები, საკურთხევლში, სარკმელთან კი ძალიან მნიშვნელოვანი წარწერა გამოჩნდა.2008 წელს, პატრიარქის კურთხევით, დავიწყეთ ნაღვარევის ეკლესიის რესტავრაცია. უწმინდესის ბავშვობის ოცნება ყოფილა მიტოვებული ეკლესიის აღდგენა და სადარბაზე ტაძრის სამრევლოდ გადაქცევა. პატრიარქი, მოგეხსენებათ, ხევიდან არის. სნოში მიმავალი ყოველთვის ჩერდებოდა ნაღვარევში და მოილოცავდა სალოცავს.

რესტავრაციის პროცესში ბევრი უნიკალური ფაქტი აღმოჩნდა. სამხრეთ კედელზე ამაღლების ფრესკის ფრაგმენტია. შეუძლებელია, ეს ფრესკა პირველი რეგისტრი ყოფილიყო, უთუოდ მეორე რეგისტრია. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ტაძრის ქვეშ, მიწაში, 2 მეტრი სიმაღლის კედელია...რესტავრაციის პროცესში არ ვიყავით დარწმუნებული, რომ გადაღებილი ფენების ქვეშ ფრესკები აღმოჩნდებოდა. მუშაობისას საკურთხეველში გამოჩFნდა წმინდა გიორგის ძალიან მკრთალი ფრესკა. ამან გვაფიქრებინა, რომ ტაძარი მოხატული იქნებოდა. ჩვენი სახსრებით ვეღარ შევძელით ყველა სამუშაოს ჩატარება. საპატრიარქოს საბჭომ მოგვანიჭა ტაძრის რესტავრაციის უფლება, რადგან იმ დროისთვის ეკლესიას არ ჰქონდა ძეგლის სტატუსი. ამჟამად ნაღვარევის ტაძარი ძეგლთა დაცვის სააგენტოში შედის და ვიმედოვნებ, დასრულდება აუცილებელი სამუშაო...

საკურთხეველში, სარკმლის ქვეშ, წარწერაა - "მოიხსენე, უფალო, მხატვარი მათე და მისი ოჯახი". ეს მეტყველებს, რომ მხატვარი სამეფო კართან დაახლოებული პირი იყო, რადგან სხვა ტაძრებში ვერ ნახავთ მსგავსი შინაარსის წარწერას.

ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში ვკითხულობთ, რომ ნაღვარევი არის არა მოსახლეობით სავსე სოფელი, არამედ "მეფეთა მოსასვენებელი ალაგი". ნაღვარევის ეკლესია მხოლოდ ამ ფაქტით არ არის უნიკალური. უცნობია, რომელ საუკუნეში, თუმცა დადასტურებულია, რომ ტაძარი 2 კილომეტრით მაღლა იდგა. შემდეგ მეწყერმა ეკლესია მოწყვიტა და იქ ჩამოიტანა, სადაც ახლა დგას. სოფლის სახელი - ნაღვარევი, ნიაღვრებსა და მეწყერს უკავშირდება. ამიტომაც უწოდებენ მთიულები ამ წმინდა ადგილს ნიაღვრით მობრძანებულ ეკლესიას".

300 არაგველის ფიცი

მთიულეთს ბატონი არ ჰყოლია, ის მეფეს ემორჩილებოდა. წაიკითხეთ სრულად

"მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ - ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს" - მეუფე იოანე

"ხალხი, ყველაფრის მიუხედავად, ისევ არ ერიდება პანდემიას" -  ახალგაზრდა ექიმი, რომელიც ადამიანებს კორონავირუსთან გამკლავებაში ბლოგის საშუალებით ეხმარება

"დიდ კლინიკებთან საველე ჰოსპიტლები, 100-500 პაციენტზე გათვლილი კარვები უნდა გაიხსნას" - კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს